+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება
თბილისში, ნაძალადევის რაიონში, 20 წლის ტრანსგენდერი ბიანკა შიგუროვა გარდაცვლილი ნახეს. ფაქტი news.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
როგორც უწყებაში განაცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. მომხდარის შესახებ სხვა ინფორმაციას შსს არ ავრცელებს.