+A შრიფტის გადიდება |
-A შრიფტის დაპატარავება
თბილისში, ჟვანიას მოედანზე, მომღერალ რატი დურგლიშვილის მანქანა დაიწვა. როგორც შსს-ში news.ge-ს განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება არ დაწყებულა, რადგან საეჭვო ვითარება არ იყო და მძღოლსაც პრეტენზია არ გააჩნდა.
ფოტოები „ფორტუნამ“ გაავრცელა. როგორც გამოცემასთან მომღერალი ამბობს, მანქანას ცეცხლი ძრავში მოძრაობის დროს გაუჩნდა.
„მანქანა ძველია და ეტყობა, ტექნიკური პრობლემა იყო. ზუსტად ნამდვილად არ ვიცი მიზეზი. მანქანით ვარჯიშიდან ვბრუნდებოდი, როდესაც უეცრად მისი წინა ნაწილი აალდა და ცეცხლი მოეკიდა. სასწრაფოდ გავაჩერე და გადმოვხტი მანქანიდან. ადამიანები ძალიან დამეხმარნენ. პატრული ზუსტად ორ წუთში მოვიდა, გადაკეტეს ქუჩა, გამოიძახეს სახანძრო ბრიგადა და ცეცხლი მათ ჩააქრეს… კიდევ კარგი, არავინ დაშავდა…
მე არაფერი დამიშავდა, საბედნიეროდ, ღმერთის წყალობით გადავრჩი და სხვაც არავინ დაშავებულა. მანქანა კატასტროფულ მდგომარეობაშია. ასეთი საშინელება მხოლოდ კინოში მინახავს. წინა ნაწილი სრულიად დამწვარია“, - ამბობს დურგლიშვილი.
გაუზიარე მეგობრებს
loading...