+A შრიფტის გადიდება |
-A შრიფტის დაპატარავება
ავსტრალია სამედიცინო და სხვა სამეცნიერო მიზნებისთვის მარიხუანის მოშენების ლეგალიზებას გეგმავს. წინადადება პარლამენტში ოთხშაბათს შევიდა. ექიმები მიიჩნევენ, რომ კანაფი პაციენტებს ქრონიკული ტკივილისგან კურნავს.
კანონი, რომელსაც ავსტრალია მიიღებს, პაციენტებისთვის, რომლებიც ქრონიკული ტკივილებით იტანჯებიან, სამედიცინო მარიხუანის მიღების წესს დაარეგულირებს.
ავსტრალიის რამდენიმე შტატმა უკვე დაიწყო კანაფის სამედიცინო და კვლევის მიზნებისთვის მოშენება, თუმცა ამჟამინდელი კანონმდებლობა მცენარის გაზრდას კრძალავს.
ავსტრალიის ჯანმრთელობის მინისტრმა სიუზან ლეიმ თქვა, რომ სამედიცინო მარიხუანის მოშენება კონტროლირებული იყოს და მომავალში ის ავსტრალიელ პაციენტებს ძალიან დაეხმარება.
ავსტრალია მარიხუანის მოშენების რეგულირების კანონს მარტში მიიღებს.
გაუზიარე მეგობრებს
loading...