ორი კვირის წინ, რუსეთის ცენტრალურ ტელევიზიაში ალა პუგაჩოვასა და მაქსიმ გალკინის ახალი შოუ "Максим Максим" დაიწყო.
სავარაუდოდ, შოუს შემქმნელები და მათ შორის, თავად მაქსიმ გალკინი იმედოვნებდნენ რომ გადაცემა ეთერში გასვლისთანავე პოპულარული გახდებოდა. მით უმეტეს, რომ პროგრამაში მომღერალი და შოუმენი ფილიპ კირკოროვიც მონაწილეობს.
თუმცა, ყველაფერი სხვაგვარად წარიმართა, TNS-ის ინფორმაციით პირველი ჩვენების შემდეგ, გადაცემა რეიტინგში 37-ე ადგილზე აღმოჩნდა.
როგორც ჩანს, პრიმადონამ გადაწყვიტა მხარდაჭერა აღმოუჩინოს მეუღლეს და ყველასათვის მოულოდნელად 67 წლის პუგჩოვამ ახალი გადაცემის პრომო-რგოლში გაიხადა.
ვიდეორგოლის გადაღება ალა პუგაჩოვას სასახლეში, სოფელ გრიაზში მიმდინარეობდა.