+A შრიფტის გადიდება |
-A შრიფტის დაპატარავება
მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, კანაფისა და მარიხუანას შეძენა, შენახვა, მოხმარებაზე ადმინისტრაციული ჯარიმის ოდენობა 500 ლარიდან 300 ლარამდე მცირდება, 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა კი უქმდება.
”ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” 45-ე მუხლში დაგეგმილი ცვლილებებით, კანაფის და მარიხუანას მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით ან გამასწორებელ სამუშაოებს 1-თვიდან ექვს თვემდე ვადით.
სხვა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება გამოიწვევს ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო გამონაკლის შემთხვევაში, თუ საქმის გარემოებებისა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული – ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.
ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით დამზადება, გადაზიდვა ან გადაგზავნა, ისევე როგორც უკანონო შეძენა, შენახვა და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება, პირველ რიგში, ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას დაექვემდებარება და მხოლოდ განმეორებით ჩადენის შემთხვევაში დაექვემდებარება მისი ჩანდენი პირი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.
აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო პაკეტის ავტორი იუსტიციის სამინისტროა. რაც შეეხება ”სისხლის სამართლის კოდექში” დაგეგმილი ცვლილებებს ის თავის მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებიდან გამომდინარეობს.
გაუზიარე მეგობრებს
loading...