+A შრიფტის გადიდება |
-A შრიფტის დაპატარავება
მკვლევარების ჯგუფმა, გეოფიზიკოსი რეტ ბატლერის ხელმძღვანელობით იმ ცუნამის წარმოშობის მიზეზები გაარკვია, რომელიც იაპონიაში სანრიკუს სანაპიროს 1586 წელს დაატყდა თავს. მიუხედავად იმისა, რომ ტალღა ძლიერი მიწისძვრით წარმოიქმნა, მისი ზუსტი წყარო ამ დრომდე უცნობი იყო. ამ აღმოჩენის შესახებ Phys.org-ზე იწერება.
სტიქიური უბედურება ადრე მხოლოდ მიწისძვრას უკავშირდებოდა, რომელიც პერუში მოხდა და იქაც ცუნამი გამოიწვია. სპეციალისტებმა ჰავაიში ერთ-ერთი გამოქვაბულის ქანები შეისწავლეს, ამასთან მარჯანის ფრაგმენტებიც. რადიოიზოტოპური კვლევის შედეგბმა აჩვენა, რომ ცუნამის დროს ისინი ოკეანიდან სანრიკუში იქნა გადმოსროლილი. ამას გარდა, გაირკვა, რომ პერუს მიწისძვრა არც ისეთი ძლიერი იყო, რომ წარმოეშვა იმხელა ცუნამი, რომელიც იაპონიის კუნძულებს მისწვდებოდა.
მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ცუნამი ალეუტის კუნძულებზე მომხდარმა მიწისძვრამ გამოიწვია. მიწისქვეშა ბიძგებმა 9.5 ბალი შეადგინა.
მკვლევართა თქმით, ეს შედეგები დაეხმარება მათ ჰავაის კუნძულებზე განსაზღვრონ ის ზონა, რომელიც შესაძლოა ჩაიძიროს ცუნამის შემთხვევაში
გაუზიარე მეგობრებს
loading...