შემოგვიერთდით FACEBOOK ზე

"არავისი მუსიკა არ მომიპარავს არც აქამდე და არც ახლა. ვწუხვარ, რომ ასეთი სიტუაცია შეიქმნა" შოუბიზნესი - - arwivi.net

მთავარი » 2016 » იანვარი » 24 » "არავისი მუსიკა არ მომიპარავს არც აქამდე და არც ახლა. ვწუხვარ, რომ ასეთი სიტუაცია შეიქმნა"

"არავისი მუსიკა არ მომიპარავს არც აქამდე და არც ახლა. ვწუხვარ, რომ ასეთი სიტუაცია შეიქმნა"

+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება

ინტერნეტსივრცეში გავრცელებულმა სომხურმა ვიდეორგოლმა ქართველ საზოგადოებაში უკმაყოფილება და პროტესტი გამოიწვია. კლიპში, სადაც სომხურ ენაზე სიმღერას სერობ არჯემიანი ასრულებს, გამოყენებულია ქართული მუსიკალური კულტურის ნიმუშის, სიმღერის "ყვავილების ქვეყანა" მელოდია. თან მინიშნებულია, რომ ტექსტის ავტორი თავად მომღერალია, ხოლო მუსიკა თურმე მანუკ ხაჩატრიანს ეკუთვნის.

kvirispalitra.ge სერობ არჯემიანისა და მანუკ ხაჩატრიანის კომენტარს აქვეყნებს:

სერობ არჯემიანი:

- ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს და თუ საჭირო გახდება შეგვიძლია თბილისში ჩამოვფრინდეთ კიდეც. არ მომწონს ეს სიტუაცია, რაც ახლა ხდება და ეს პრობლემა გონივრულად უნდა მოვაგვაროთ.

- იცით თუ არა, რომ თქვენს კლიპში გამოყენებული მელოდია საქართველოს ოქროს ფონდშია შესული და მისი შექმნა 1946 წლით თარიღდება?

- ახლახანს გავიგე ამის შესახებ, თქვენს სიმღერას მხოლოდ გარკვეული ნაწილი - მისამღერი ემთხვევა, მაგრამ ყველაფერი რომც ემთხვეოდეს- რა მოხდა მერე? - სიმღერის ტექსტი თითქმის მთლიანად მე დავწერე. წავედი სომხეთში რომ ტექსტისთვის სიმღერა და არანჟირება გაეკეთებინათ. რამდენიმე დღის შემდეგ კი, გამომიგზავნეს არანჟირება. მომეწონა მუსიკა და ჩავწერე სიმღერაც! არ ვიცოდი და ვერც წარმოვიდგენდი, რომ მსგავსი სიმღერა უკვე არსებობდა.

- ახლა, როცა გაიგეთ, რომ სიმღერას ქართველი ავტორი ჰყავს, აპირებთ თუ არა აღნიშნოთ ამის შესახებ?

- სამწუხაროდმ ამას მე არ ვწყვეტ, ეს უნდა განაცხადოს მანუკმა, რომელიც ჩემი მუსიკის ავტორია. თუ ის ამას აღიარებს, ჩემთვის ეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. რაც შეეხება "ევროვიზიაზე გასვლას", ამჯერად არ მივდივარ, მაგრამ ეს მხოლოდ დროის საქმეა, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. თუ ამის დრო მოვა, აუცილებლად წავალ.

მანუკ ხაჩატრიანი:

- ეს მუსიკა ჩემით დავწერე, აღმოჩნდა, რომ მისამღერი ქართულ სიმღერის მელოდიას დაემთხვა, რაც მხოლოდ და მხოლოდ შემთხვევითობაა. არავისი მუსიკა არ მომიპარავს არც აქამდე და არც ახლა. ვწუხვარ, რომ ასეთი სიტუაცია შეიქმნა, თუმცა, გარწმუნბეთ, მთელი სიმღერის მელოდია დავწერე. აქამდე არც მომისმენია ეს ქართული სიმღერა. ჩვენ მსგავსებები ნებისმიერ სიმღერაში შეიძლება ვიპოვოთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სიმღერა კოპირებულია.

- მაგრამ აშკარაა, რომ ეს ორი მელოდია ერთმანეთის იდენტურია...

- არა, უბრალოდ ერთმანეთს გავს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს არის ჩემი ინტუიციით შექმნილი მელოდია, ტექსტი სერობმა დაწერა, ხოლო მუსიკა და არანჟირება მე გავაკეთე. რაც შეეხება "ევროვიზიას", ეს თქვენი ჟურნალისტების მოგონილია!

ვწუხვარ, რომ ასეთი სიტუაცია შეიქმნა, თუმცა თქვენი სიმღერა არ მომიპარავს და ბოდიშს ვიხდი, რომ ასე მოხდა.




გაუზიარე მეგობრებს



loading...

სულ კომენტარები: 0
avatar
loading...

ინფორმაცია

/news/aravisi_musika_ar_momiparavs_arts_akamde_da_arts_akhla_vtsukhvar_rom_aseti_situatsia_sheikmna/2016-01-24-254"
"არავისი მუსიკა არ მომიპარავს არც აქამდე და არც ახლა. ვწუხვარ, რომ ასეთი სიტუაცია შეიქმნა"
მასალა ნანახია 812
რეიტინგი 1.0
ავტორი ADMIN
მასალის ID 254
კატეგორია შოუბიზნესი
გამოქვეყნდა 2016 » იანვარი » 24





Follow Me



თქვენი ბანერის ადგილი


ავტორიზაცია


რეკომენდირებულია


სტატისტიკა

ყველა
მომხმარებლები
სტუმრები
სულ ონლაინში 2
სტუმრები 2
მომხმარებლები 0

კონტაქტი

Contact Us


Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 2
სტუმრები 2
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css