შემოგვიერთდით FACEBOOK ზე

"ბატონო გოგი, მოგმართავთ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვის მშობელი, რომლის უკან კიდევ ასობით მშობელი ..." საზოგადოება - - arwivi.net

მთავარი » 2016 » თებერვალი » 4 » "ბატონო გოგი, მოგმართავთ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვის მშობელი, რომლის უკან კიდევ ასობით მშობელი ..."

"ბატონო გოგი, მოგმართავთ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვის მშობელი, რომლის უკან კიდევ ასობით მშობელი ..."

+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება

დაუნის სინდრომის მქონე ბავშვის მშობელი, ლია ტაბატაძე გოგი თოფაძეს განცხადებით მიმართავს, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციაც უერთდება:

"ბატონო გოგი, მოგმართავთ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვის მშობელი, რომლის უკან კიდევ ასობით მშობელი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი და ჩვენი უამრავი მხარდამჭერი მოქალაქე დგას.

აქამდეც არაერთ საჯარო პირს დაუშვია მსგავსი შეცდომა, როდესაც სიტყვა „დაუნი" დამაკნინებელ კონტექსტში გამოუყენებია. აქამდეც არაერთხელ გამართულა ფართე მსჯელობა ამ თემაზე.

თანამედროვე სამყაროში დაინტერესებული და შეგნებული ადამიანისთვის ინფორმაცია ადვილად მისაწვდომია იმის შესახებ, რომ ყოველ რვაას ბავშვში ერთი დაუნის სინდრომით იბადება. საზოგადოების განვითარებულობის ნიშანი ადამიანთა მრავალფეროვნების აღიარება და პატივისცემაა, ამის გაცნობიერება და გათვალისწინება ყოველდღიურ ცხოვრებაში. მარტივი ლოგიკურ-მათემატიკური უნარ-ჩვევის გამოყენება გჭირდებათ იმისათვის, რომ გააცნობიეროთ, თქვენ, პოლიტიკოსმა, ხელისუფლების წარმომადგენელმა, რა რაოდენობის მოქალაქეს, მათი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს - თქვენს ამომრჩეველს, მიაყენეთ შეურაცხყოფა. თუმცა, უნდა გესმოდეთ, რომ ერთი რიგითი ადამიანის ღირსების შელახვაზეც კი მოგეთხოვებათ პასუხი.

მოგიწოდებთ, გაეცნოთ ინფორმაციას დაუნის სინდრომის შესახებ. იქნებ აღმოაჩინოთ, რომ სწორედ თქვენი მსგავსი მიდგომები და გამონათქვამები არის ქართველი ხალხისათვის შეურაცხმყოფელი და როგორც თავად იტყოდით, „მოსახლეობის სამწუხარო შეფასება".

მოვითხოვთ, მოგვიხადოთ საჯარო ბოდიში საქართველოს მოქალაქეებს იმავე ტრიბუნიდან, საიდანაც შეურაცხყოფა მოგვაყენეთ.

მოგიწოდებთ პოლიტიკურ მოღვაწეებს, საჯარო პირებს, გააცნობიეროთ თქვენი როლი, თქვენ ხელთ არსებული ბერკეტები, უფლება-მოვალეობები, რასაც საერთაშორისო და ადგილობრივი კანონმდებლობა გაკისრებთ სხვადასხვა დაუცველი ჯგუფებისათვის პოზიტიური ცვლილებების განსახორციელებლად", - წერია განცხადებაში, რომელსაც უერთდებიან შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციები: დაუნის სინდრომის მქონე ბავშვთა მშობლებისა და პროფესიონალების კავშირი „ჩვენი ბავშები"; შშმ პირთა და მშობელთა ორგანიზაციების ქსელი „მოძრაობა ცვლილებებისთვის"; შშმ პირთა ორგანიზაცია „ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის" (AEE); პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR); ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC). "მზის შვილები", "ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ" და "საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია".

დღეს ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველების" თავმჯდომარემ, გოგი თოფაძემ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს პარლამენტის ტრიბუნიდან მიმართა.

„თქვენ ხართ პირველი პირი საქართველოში, თქვენი ყველა წინადადება, სიტყვა, ყველა ბგერა ანალიზდება. მინდა, მოგახსენოთ თქვენ თქვენი გამონათქვამები, ქართველ ხალხზე, ქართველ ერზე. ქართველი ხალხი თქვენ დაუნებს შეადარეთ, ძალიან სამწუხაროა, რომ თქვენ ასე აფასებთ საქართველოს მოქალაქეებს, მაშინ, არც პრეზიდენტობა უნდა გეკადრათ, საქართველოსი", - თქვა გოგი თოფაძემ.




გაუზიარე მეგობრებს



loading...

სულ კომენტარები: 0
avatar
loading...

ინფორმაცია

/news/batono_gogi_mogmartavt_daunis_sindromis_mkone_bavshvis_mshobeli_romlis_ukan_kidev_asobit_mshobeli/2016-02-04-300"
"ბატონო გოგი, მოგმართავთ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვის მშობელი, რომლის უკან კიდევ ასობით მშობელი ..."
მასალა ნანახია 819
რეიტინგი 1.0
ავტორი ADMIN
მასალის ID 300
კატეგორია საზოგადოება
გამოქვეყნდა 2016 » თებერვალი » 4





Follow Me



თქვენი ბანერის ადგილი


ავტორიზაცია


რეკომენდირებულია


სტატისტიკა

ყველა
მომხმარებლები
სტუმრები
სულ ონლაინში 1
სტუმრები 1
მომხმარებლები 0

კონტაქტი

Contact Us


Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 1
სტუმრები 1
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css