შემოგვიერთდით FACEBOOK ზე

ჩვილი ბავშვებით ვაჭრობის ფაქტზე სამი პირი დააკავეს სამართალი - - arwivi.net

მთავარი » 2015 » ივნისი » 18 » ჩვილი ბავშვებით ვაჭრობის ფაქტზე სამი პირი დააკავეს

ჩვილი ბავშვებით ვაჭრობის ფაქტზე სამი პირი დააკავეს

+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და ფარული საგამოძიებების მოქმედებების შედეგად, ჩვილი ბავშვებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტზე „რუსთავის სამშობიარო სახლის“ გენერალური დირექტორი, ალექსანდრე ბარავკოვი, მისი მოადგილე კონსტანტინე მანჯავიძე და „ახალი სამშობიარო ცენტრის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, მზია უგრეხელიძე დააკავა.

როგორც საგამოძიებო სამსახურიდან news.ge-ს აცნობეს, დაკავებული სამი ბრალდებულის გარდა, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია დანაშაულში მონაწილე 6 პირი.

„საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინა, რომ ბრალდებულებმა განიზრახეს სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებითა და მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ჩვილი ბავშვებით ვაჭრობა. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, აღნიშნული პირები სამშობიაროში კონსულტაციაზე მისულ ფეხმძიმე ქალბატონებს სთავაზობდნენ თანხის სანაცვლოდ, ახალშობილი ბავშვის მიტოვებას, რომლის გასხვისებასაც შემდგომ თავად უზრუნველყოფდნენ.

საგამოძიებო სამსახურის მიერ, აღნიშნული პირების მონაწილეობით გამოვლენილია ჩვილი ბავშვებით ვაჭრობის ორი ფაქტი, რა დროსაც, ბრალდებულებმა ერთ შემთხვევაში აიღეს 3 000 ლარი, ხოლო მეორე შემთხვევაში 5 000 დოლარი.

აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 1432-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 12 დან 17 წლამდე ვადით“, - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.




გაუზიარე მეგობრებს



loading...

სულ კომენტარები: 0
avatar
loading...

ინფორმაცია

/news/chvili_bavshvebit_vachrobis_paktze_sami_piri_daakaves/2015-06-18-97"
ჩვილი ბავშვებით ვაჭრობის ფაქტზე სამი პირი დააკავეს
მასალა ნანახია 843
რეიტინგი 1.0
ავტორი ADMIN
მასალის ID 97
კატეგორია სამართალი
გამოქვეყნდა 2015 » ივნისი » 18





Follow Me



თქვენი ბანერის ადგილი


ავტორიზაცია


რეკომენდირებულია


სტატისტიკა

ყველა
მომხმარებლები
სტუმრები
სულ ონლაინში 1
სტუმრები 1
მომხმარებლები 0

კონტაქტი

Contact Us


Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 1
სტუმრები 1
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css