შემოგვიერთდით FACEBOOK ზე

გადაბაძე საჯარო რეესტრს მოუწოდებს, გაჩეჩილაძე „მაესტროს“ დირექტორად არ დაარეგისტრიროს - - arwivi.net

მთავარი » 2016 » თებერვალი » 4 » გადაბაძე საჯარო რეესტრს მოუწოდებს, გაჩეჩილაძე „მაესტროს“ დირექტორად არ დაარეგისტრიროს

გადაბაძე საჯარო რეესტრს მოუწოდებს, გაჩეჩილაძე „მაესტროს“ დირექტორად არ დაარეგისტრიროს

+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება

„მაესტროს“ ყოფილი გენერალური დირექტორი ბაია გადაბაძე საჯარო რეესტრს მოუწოდებს, არ დაარეგისტრიროს კომპანიის დირექტორად ლევან გაჩეჩილაძე. იგი აღნიშნულ გადაწყვეტილებას, მისი მიღების შემთხვევაში, უკანონოს უწოდებს.

გადაბაძე აცხადებს, რომ პოლიტიკურად მოტივირებულია ის გადაწყვეტილება, რომელიც კომპანიის პარტნიორთა კრებაზე, მის გათავისუფლებასთან დაკავშირებით მიიღეს.

„ეს გადაწყვეტილება არის პოლიტიკურად მოტივირებული. მე არ მჯერა იმის, რომ ბიზნესმენ ირაკლი რუხაძეს უნდა „მაესტროს“ აღორძინება. მე მივიღე შეთავაზება გია და ლევან გაჩეჩილაძეებისგან, რომ დავრჩენილიყავი ამ არხზე, მაგრამ თუ მე არ მექნა ბერკეტი, რომ გავაკონტროლო სარედაქციო პოლიტიკა, მაშინ ჩემს აქ დარჩენას ყველანაირი აზრი ეკარგება.

მივმართავ იმ უკიდურეს ზომას, რაც არ მინდოდა - მივდივარ საჯარო რეესტრში, რომ დავაფიქსირო ჩემი პოზიცია - ლევან გაჩეჩილაძემ დააყენა საკითხი, რომ მას სურს მაესტროს დირექტორობა. მივმართავ იუსტიციის სამინისტროს და საჯარო რეესტრს - არ დაარეგისტრირონ ეს გადაწყვეტილება. იმიტომ, რომ ამით საფრთხის ქვეშ დადგება ამ ტელეკომპანიის სამომავლო ბედი. მივმართავ, სამწუხაროდ უკიდურეს ზომებს. ყველაფერი გავაკეთე ამისთვის. მივმართე პრემიერმინისტრს - არავინ არ გამომეხმაურა, არავინ არ დაინტერესებულა იმითი, რას ვამბობდი. სამწუხაროდ პირდაპირ ეთერში მოუწევს ამის გაგება პარტნიორთა კრებას.

არ მჯერა ფულის წარმომავლობის კეთილშობილების. პოლიტიკისთვის უნდათ, ბიზნესის სალობირებლად თუ საკუთარი შვილის გასაპიარებლად, ეს მე არ ვიცი. არ მჯერა კეთილშობილური მიზნების. ვიცი, რომ არ არსებობს ქველმოქმედება ტელევიზიაში.

დარწმუნებული ვარ, ჩემი გუნდი, როგორც ამ წლების განმავლობაში იცავდა თავის უფლებებს, ისევ ისე დაიცავენ. თუ არ დაიცავენ, ამას ყველაფერს ერთად დავინახავთ“, - განაცხადა გადაბაძემ.




გაუზიარე მეგობრებს



loading...

სულ კომენტარები: 0
avatar
loading...

ინფორმაცია

/news/gadabadze_sajaro_reestrs_moutsodebs_gachechiladze_maestros_direktorad_ar_daaregistriros/2016-02-04-298"
გადაბაძე საჯარო რეესტრს მოუწოდებს, გაჩეჩილაძე „მაესტროს“ დირექტორად არ დაარეგისტრიროს
მასალა ნანახია 802
რეიტინგი 1.0
ავტორი ADMIN
მასალის ID 298
კატეგორია
გამოქვეყნდა 2016 » თებერვალი » 4





Follow Me



თქვენი ბანერის ადგილი


ავტორიზაცია


რეკომენდირებულია


სტატისტიკა

ყველა
მომხმარებლები
სტუმრები
სულ ონლაინში 1
სტუმრები 1
მომხმარებლები 0

კონტაქტი

Contact Us


Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 1
სტუმრები 1
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css