შემოგვიერთდით FACEBOOK ზე

გადაბაძე : წილების მყიდველიც გახდა „იმედის“ არაოფიციალური მმართველი ირაკლი რუხაძე პოლიტიკა - - arwivi.net

მთავარი » 2016 » თებერვალი » 2 » გადაბაძე : წილების მყიდველიც გახდა „იმედის“ არაოფიციალური მმართველი ირაკლი რუხაძე

გადაბაძე : წილების მყიდველიც გახდა „იმედის“ არაოფიციალური მმართველი ირაკლი რუხაძე

+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება

„მაესტროს“ გენერალური დირექტორი ბაია გადაბაძე აცხადებს, რომ მისთვის წილების გასხვისება საეჭვოა და მომხდარში პოლიტიკურ მოტივს ხედავს:

„ტელეკომპანია „მაესტროს“ მეწილეების ნაწილი, რომლებიც წლების განმავლობაში იყვნენ ჩვენი სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტორები, დღეს აღმოჩნდნენ უმცირესობაში. ეს ვითარება გამოიწვია პარტნიორების ერთი ნაწილის მიერ წილების გასხვისებამ, რომლის რეალური მყიდველიც გახდა ტელეკომპანია „იმედის“ არაოფიციალური მმართველი ირაკლი რუხაძე.

გაკოტრებული კომპანიის წილი რამდენიმე მილიონად გაიყიდა, რაც არანაირ ბიზნესლოგიკაში არ ჯდება, კომპანია, რომელსაც გააჩნია 50 მილიონიანი ვალი ფინანსური თვალსაზრისით, არ შეიძლება იყოს მიმზიდველი. ერთადერთი მიმზიდველობა, რაც „მაესტროს“ შეიძლება ჰქონდეს, ეს არის პოლიტიკური მიმზიდველობა, რაც ეფექტიანი მენეჯმენტისა და სარედაქციო დამოუკიდებლობის წყალობით მას გამოარჩევდა ქართულ ტელებაზარზე.

მე თითქმის სამი წელია “მაესტროს” დირექტორი ვარ, თუმცა გაცილებით დიდი ხანია რაც ამ არხზე ვმუშაობ. ჩვენ ყველას გვაერთიანებდა საერთო ღირებულებები და ადამიანები, რომლებიც ამ ღირებულებების ერთგულები იყვნენ. დრეს კი ვითარება იმგვარია, რომ ზოგიერთისთვის ღირებულებებს ჰქონია ძალიან კონკრეტული ფასი.

წილის გამყიდველების ბატონი ებრალიძის და ჩიკვაიძის წილის 1% წილი ღირს -460 ათასი დაახლოებით, მათ არც შემოქმედებით და არც ფინანსურ ნაწილში მონაწილეობა არ მიუღიათ, ფინანსურად მხოლოდ ერთი დამფუძნებელი იღებდა მონაწილეობას, ეს იყო მაკა ასათიანი. ისინი ხელფასს იღებდნენ წლების განმავლობაში და მაშინ, როდესაც სრულიად გაურკვეველი იყო მათი სამსახურებრივი პოზიციები, სამი წელია „მაესტროს“ დირექტორი ვარ და სამჯერ არ მინახავს გიორგი ებრალიძე და არც თავისი უკმაყოფილების შესახებ არ გამოუთქვამს აზრი. ის ამბობს, რომ მის სახელს არ უნდა უკავშირდებოდეს დღევანდელი „მაესტრო“ და ეს ასეც არის, მის სახელს მართლაც არაფერი უკავშირდება ამ ტელევიზიაში.

განვითარებული პროცესების შედეგი შესაძლოა იყოს ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობის დაკარგვა. მე არ ვაპირებ „მაესტროში“ მუშაობას ამ პარტნიორების ახალი კონფიგურაციის პირობებში . მე ველოდები პარტნიორების საბოლოო გადაწყვეტილებას და მანამდე ვასრულებ ჩემ უფლება-მოვალეობას“- განაცადა ბაია გადაბაძემ.




გაუზიარე მეგობრებს



loading...

ტეგები
სულ კომენტარები: 0
avatar
loading...

ინფორმაცია

/news/gadabadze_tsilebis_mqidvelits_gakhda_imedis_araopitsialuri_mmartveli_irakli_rukhadze/2016-02-02-269"
გადაბაძე : წილების მყიდველიც გახდა „იმედის“ არაოფიციალური მმართველი ირაკლი რუხაძე
მასალა ნანახია 828
რეიტინგი 1.0
ავტორი deeviil1
მასალის ID 269
კატეგორია პოლიტიკა
გამოქვეყნდა 2016 » თებერვალი » 2





Follow Me



თქვენი ბანერის ადგილი


ავტორიზაცია


რეკომენდირებულია


სტატისტიკა

ყველა
მომხმარებლები
სტუმრები
სულ ონლაინში 1
სტუმრები 1
მომხმარებლები 0

კონტაქტი

Contact Us


Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 1
სტუმრები 1
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css