შემოგვიერთდით FACEBOOK ზე

ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანებული ავტომობილების მფლობელ ფიზიკურ პირებს ფულადი ანაზღაურება გადაეცემათ პოლიტიკა - - arwivi.net

მთავარი » 2016 » თებერვალი » 4 » ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანებული ავტომობილების მფლობელ ფიზიკურ პირებს ფულადი ანაზღაურება გადაეცემათ

ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანებული ავტომობილების მფლობელ ფიზიკურ პირებს ფულადი ანაზღაურება გადაეცემათ

+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება

მერიის ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კარლო ლაფერაძემ 13-14 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანებული ავტომობილების მფლობელებთან ფულადი დახმარების გაცემის შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოაწერა. როგორც მერიაში განაცხადეს, პირველ ეტაპზე ხელშეკრულება 27 ფიზიკურ პირთან გაფორმდება, რომლებსაც ფულადი დახმარების სახით, ჯამში 74 450 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში ჩაერიცხებათ. „13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ 100-ზე მეტ ფიზკურ პირს განადგურებული, ან დაზიანებული სატრანსპორტო საშუალების საფასური ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №33-128 დადგენილების შესაბამისად აუნაზღაურდება. სატრანსპორტო საშუალება რომელზეც ფულადი დახმარება გაიცემა იყოფა ორ კატეგორიად. I კატეგორიაში შედის სტიქიის შედეგად განადგურებული ავტომობილები, რომლებიც შემფასებლის მიერ გაცემული დასკვნის მიხედვით არ ექვემდებარება აღდგენას. II კატეგორიაში კი შედის სტიქიის შედეგად დაზიანებული სატრანსპორტო საშუალება, რომელიც შემფასებლის მიერ გაცემული დასკვნის მიხედვით ექვემდებარება აღდგენას“, - აღნიშნეს მერიაში. მათი განმარტებით, შემფასებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროა. „წესის შესაბამისად, I კატეგორიას მიეკუთვნება ის დაზარალებული პირები, რომლებმაც სტიქიის დროს დაკარგეს სატრანსპორტო საშუალებები, (და გაცემულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ცნობა.) ამასთან, სატრანსპორტო საშუალების II კატეგორიას მიეკუთვნება სტიქიის შედეგად დაზიანებული სატრანსპორტო საშუალება, რომელიც უკვე აღდგენილია დაზარალებული პირის მიერ. I კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისთვის რომლის საშუალო საბაზრო ღირებულება ნაკლებია 5 000 (ხუთი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარზე – გაიცემა ფულადი დახმარება სატრანსპორტო საშუალების სტიქიამდე არსებული სავარაუდო საბაზრო ღირებულების სრული ოდენობით; I კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისთვის რომლის საშუალო საბაზრო ღირებულება 5 000 (ხუთი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარის ტოლია ან მეტია – გაიცემა ფულადი დახმარება სატრანსპორტო საშუალების სტიქიამდე არსებული სავარაუდო საბაზრო ღირებულების 70 %-ის ოდენობით. II კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისთვის – გაიცემა ფულადი დახმარება სატრანსპორტო საშუალების სტიქიამდე არსებული სავარაუდო საბაზრო ღირებულების 25 %-ის ოდენობით. სააგენტო ფულად დახმარებას არ გაუწევს იმ პირებს, რომლებსაც დაზღვეული ჰყავდათ ავტომობილი. ასევე, იმ პირებს, რომლებსაც კერძო სექტორის მხრიდან გადაეცათ ავტომობილები, ან მიიღეს ფულადი დახმარება. იმ ფიზიკურმა პირებმა, რომლებსაც 13-14 ივნისის სტიქიის დროს დაუზიანდათ ავტომობილები და არ ირიცხებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებულ სიებში, უნდა მიმართონ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს“, - განაცხადეს მერიაში.




გაუზიარე მეგობრებს



loading...

სულ კომენტარები: 0
avatar
loading...

ინფორმაცია

/news/ivnisis_stikiis_shedegad_dazianebuli_avtomobilebis_mplobel_pizikur_pirebs_puladi_anazghaureba_gadaetsemat/2016-02-04-294"
ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანებული ავტომობილების მფლობელ ფიზიკურ პირებს ფულადი ანაზღაურება გადაეცემათ
მასალა ნანახია 868
რეიტინგი 1.0
ავტორი ADMIN
მასალის ID 294
კატეგორია პოლიტიკა
გამოქვეყნდა 2016 » თებერვალი » 4





Follow Me



თქვენი ბანერის ადგილი


ავტორიზაცია


რეკომენდირებულია


სტატისტიკა

ყველა
მომხმარებლები
სტუმრები
სულ ონლაინში 2
სტუმრები 2
მომხმარებლები 0

კონტაქტი

Contact Us


Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 2
სტუმრები 2
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css