შემოგვიერთდით FACEBOOK ზე

მაფიოზი ქალები მსოფლიო - - arwivi.net

მთავარი » 2015 » ივნისი » 25 » მაფიოზი ქალები

მაფიოზი ქალები

+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება

როცა საუბრობენ მაფიის ბოსებზე, ხშირ შემთხვევაში გულისხმობენ დონ კორლეონესა და ტონი სოპრნოს ტიპის ქარიზმატულ მამაკაცებს. მიუხედავად ამისა, არიან ქალები, რომლებიც კრიმინალურ ბანდებს მამაკაცებზე უკეთაც მართავენ. 1. Instagram-ის ვარსკვლავი, კლაუდია ფელიქსი ცნობილია არა მარტო თამამი ფოტოებით. ახალგაზრდა გოგონა მექსიკური კრიმინალური დაჯგუფების Los Ántrax ლიდერია. აღნიშნული დაჯგუფების ანგარიშზე მრავალი მძიმე დანაშაული და შეკვეთილი მკვლელობაა. ბანდის მეთაური იყო კლაუდიას ბოიფრენდი ჟოზე როდრიგო არეჩიგა გამბოა. პოლიციამ მისი დაკავება შეძლო, ის ეჭვმიტანილია სამი ადამიანის მკვლელობაში. ამის შემდეგ, კრიმინალური ბანდის ლიდერად კლაუდია ოჩოა ფელიქსი აირჩიეს. 2. ნეაპოლიტანურ მაფიას ხელმძღვანელობს რაფაელა დ'ალტერიო. ის, მეუღლის ნიკოლა პიანესეს გარდაცვალების შემდეგ, სათავეში ჩაუდგა ყველაზე საშიშ და უძველეს მაფიოზურ დაჯგუფებას - კამორას. რამდენიმე წლის წინ, კარაბინერების რეიდის დროს რაფაელა დაიჭირეს. ჩხრეკის დროს მას 10 მილიონ დოლარზე მეტი ნაღდი ფული აღმოუჩინეს. ვარაუდობენ, რომ მისმა ბანდამ, ბოლო 30 წლის განმავლობაში, 4 ათასზე მეტი მკვლელობა ჩაიდინა. რაფაელა, ასევე, ეჭვმიტანილია ნარკოტიკების უკანონო ვაჭრობაში, გამოძალვასა და დარბევებში. 3. ერთი შეხედვით უწყინარი პენსიონერი, ავსტრალიაში ყველაზე ცნობილ - მორანების კლანს მართავს. ეს ყველაზე გავლენიანი კრიმინალური დაჯგუფებაა ავსტრალიაში. ისევე როგორც სხვა ქალმა-მაფიოზიმ, ჯუდი მორანომაც ბანდის უმაღლესი სტატუსი ცოლ-ქმრული ურთიერთობებით მიიღო. ის, ბანდის ერთერთი წევრის ცოლი იყო. მისი გარდაცვალების შემდეგ კი მაფიის ლიდერს ლუის მორანს გაჰყვა ცოლად. სწორედ მისი გარდაცვალების შემდეგ, ის იწყებს კრიმინალური დაჯგუფების მართვას. ჯუდი მორანო 2009 წელს დააკავეს და 26 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მასალა მომზადებულია უცხოურ მედიაზე დაყრდნობით.




გაუზიარე მეგობრებს



loading...

სულ კომენტარები: 0
avatar
loading...

ინფორმაცია

/news/mapiozi_kalebi/2015-06-25-195"
მაფიოზი ქალები
მასალა ნანახია 991
რეიტინგი 1.0
ავტორი ADMIN
მასალის ID 195
კატეგორია მსოფლიო
გამოქვეყნდა 2015 » ივნისი » 25





Follow Me



თქვენი ბანერის ადგილი


ავტორიზაცია


რეკომენდირებულია


სტატისტიკა

ყველა
მომხმარებლები
სტუმრები
სულ ონლაინში 1
სტუმრები 1
მომხმარებლები 0

კონტაქტი

Contact Us


Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 1
სტუმრები 1
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css