შემოგვიერთდით FACEBOOK ზე

ნატო-ს ინფორმაციით, რუსეთმა შვედეთზე ბირთვული დარტყმის იმიტირება ჩაატარა პოლიტიკა - - arwivi.net

მთავარი » 2016 » თებერვალი » 5 » ნატო-ს ინფორმაციით, რუსეთმა შვედეთზე ბირთვული დარტყმის იმიტირება ჩაატარა

ნატო-ს ინფორმაციით, რუსეთმა შვედეთზე ბირთვული დარტყმის იმიტირება ჩაატარა

+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება

2013 წელს რუსეთის შეიარაღებული ძალები ატარებდნენ შვედეთზე ბირთვული დარტყმის იმიტირებას.

ეს მტკიცდება ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ანგარიშში, რომელიც ალიანსის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა.

"მასშტაბური გადაიარაღების ჩარჩოში საომარმა მანევრებმა და წვრთნებმა რუსეთში მიაღწიეს იმ დონეს, რაც ცივი ომის პერიოდიდან არ ყოფილა. ბოლო სამი წლის მანძილზე რუსეთმა ჩაატარა, სულ მცირე, 18 მასშტაბური წვრთნა, ზოგიერთ მათგანში 100 ათასი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა. ეს სწავლებები მოიცავდა ნატო-ს მოკავშირე და მის პარტნიორ ქვეყნებზე ბირთვიული შეტევების მოდელირებას (მაგალითად შვედეთზე, 2013 წელს)"- ნათქვამია სტოლტენბერგის ანგარიშში.

შვედური გამოცემა The Local-ის ინფორმაციით, სწავლება სტოკჰოლმის არქიპელაგის აღმოსავლეთ საზღვართან ჩატარდა და მან მედიის მძაფრი რეაქცია გამოიწვია, რადგან მაშინ შვედმა სამხედროებმა ვერ შეძლეს ოპერატიულად მოეხდინათ რეაგირება ამაზე, ვინაიდან მათი უმეტესობა შვებულებაში იმყოფებოდა.

2013 წლის აპრილში შვედური გაზეთი Svenska Dagbladet იტყობინებოდა, რომ 29 მარტს შვედურმა რადარებმა დააფიქსირეს ბომბდამშენი ტუ-22M3 და ოთხი სუ-27-ის ტიპის ობიექტი, რომლებიც უახლოვდებოდნენ ქვეყნის საჰაერო სივრცეს. გამოცემის მონაცემებით მაშინ რუსეთის შეარაღებული ძალები ამუშავებდნენ სტოკჰოლმსა და შვედეთის სამხრეთზე თავდასხმის გეგმას.

რუსულ მხარეს ანგარიშის შესახებ ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.

3 თებერვალს ნატო-ს ხელმძღვანელობამ ასევე განაცხადა, რომ რუსული წყალქვეშა ნავების აქტიურობამ მიაღწია ცივი ომის პერიოდის დონეს.




გაუზიარე მეგობრებს



loading...

სულ კომენტარები: 0
avatar
loading...

ინფორმაცია

/news/nato_s_inpormatsiit_rusetma_shvedetze_birtvuli_dartqmis_imitireba_chaatara/2016-02-05-305"
ნატო-ს ინფორმაციით, რუსეთმა შვედეთზე ბირთვული დარტყმის იმიტირება ჩაატარა
მასალა ნანახია 930
რეიტინგი 1.0
ავტორი deeviil1
მასალის ID 305
კატეგორია პოლიტიკა
გამოქვეყნდა 2016 » თებერვალი » 5





Follow Me



თქვენი ბანერის ადგილი


ავტორიზაცია


რეკომენდირებულია


სტატისტიკა

ყველა
მომხმარებლები
სტუმრები
სულ ონლაინში 1
სტუმრები 1
მომხმარებლები 0

კონტაქტი

Contact Us


Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 1
სტუმრები 1
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css