შემოგვიერთდით FACEBOOK ზე

პრემიერი ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა პოლიტიკა - - arwivi.net

მთავარი » 2016 » თებერვალი » 4 » პრემიერი ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

პრემიერი ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება

ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში კრისტიან ურსემ დღეს გამართულ შეხვედრაზე.

საუბარი შეეხო ევროინტეგრაციის საკითხებს და ხაზი გაესვა მიღწეულ შედეგებს. ყურადღება გამახვილდა "ევროპის საბჭოსა და ევროგაერთიანების პროგრამული თანამშრომლობის ჩარჩოს (PCF)" ფორმატის მნიშვნელობაზე, რომელიც ითვალისწინებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში რეფორმების გატარების ხელშეწყობას და ამ ქვეყნების ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებას ისეთ სფეროებში, როგორიც არის ადამიანის უფლებები, დემოკრატია და სამართლის უზენაესობა.

საქართველოს პრემიერმინისტრმა და ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა ისუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ვითარებაზე და კონფლიქტურ რეგიონებში ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილ მდგომარეობაზე.

გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს ოფისის ხელმღვანელს საქართველოს მხარდამჭერი განცხადებებისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.

„ძალიან სასიამოვნო და ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა პრემიერმინისტრთან. ჩვენი დიალოგი ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ განვიხილეთ თანამშრომლობის საკითხები, რომლებიც კარგად მიმდინარეობს. იგულისხმება მინისტრთა კაბინეტთან და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასთან თანამშრომლობა. ამდენად, ჩვენ კარგი შესაძლებლობა გვაქვს, რომ მიღწეული შედეგებით დავგეგმოთ სამომავლო საქმიანობა. ახლო მომავალში დამთავრდება მუშაობა სტასბურგში საბჭოს ახალ სამოქმედო გეგმაზე საქართველოსთვის, რაც ჩვენს ურთიერთობებს ახალ საფეხურზე აიყვანს. თანამშრომლობის მხრივ ჩვენ ისევ იმ მიმართულებებს განვავითარებთ, რაც ევროპის საბჭოს ძირითადი ღირებულებებია. მაგალითად, კანონის უზენაესობა, დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა, ინსტიტუტების ეფექტიანი მუშაობა",- განაცხადა კრისტიან ურსემ შეხვედრის დამთავრების შემდეგ.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დაესწრო.




გაუზიარე მეგობრებს



loading...

სულ კომენტარები: 0
avatar
loading...

ინფორმაცია

/news/premieri_evropis_sabchos_opisis_khelmdzghvanels_shekhvda/2016-02-04-297"
პრემიერი ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა
მასალა ნანახია 766
რეიტინგი 1.0
ავტორი ADMIN
მასალის ID 297
კატეგორია პოლიტიკა
გამოქვეყნდა 2016 » თებერვალი » 4





Follow Me



თქვენი ბანერის ადგილი


ავტორიზაცია


რეკომენდირებულია


სტატისტიკა

ყველა
მომხმარებლები
სტუმრები
სულ ონლაინში 1
სტუმრები 1
მომხმარებლები 0

კონტაქტი

Contact Us


Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 1
სტუმრები 1
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css