შემოგვიერთდით FACEBOOK ზე

რა ხილული სასწაულების მომსწრე გამხდარა უწმინდესის პირადი ექიმი ცისანა შარტავა - - arwivi.net

მთავარი » 2017 » იანვარი » 9 » რა ხილული სასწაულების მომსწრე გამხდარა უწმინდესის პირადი ექიმი ცისანა შარტავა

რა ხილული სასწაულების მომსწრე გამხდარა უწმინდესის პირადი ექიმი ცისანა

რა ხილული სასწაულების მომსწრე გამხდარა უწმინდესის პირადი ექიმი ცისანა შარტავა

+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება

უკვე თექვსმეტი წელია, ცისანა შარტავა პატრიარქის პირადი ექიმია და მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხს სწორედ ის უწევს ორგანიზებას. ქალბატონი ცისანა 12 წლის წინ, საპატრიარქომდე დიდმა ტრაგედიამ მიიყვანა. 1992 წელს 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის , სეპარატისტემა მისი ძმა საქართველოს ეროვნული გმირი, ჟიული შარტავა დახვრიტეს. მაშინ ოჯახს განსაკუთრებული თანადგომა პატრიარქმა გამოუცხადა და რაც მთავარია ეკლესიამ ბილიკი გაუკვალა. როგორც ჟურნალი “თბილისელები” წერს ცისანა შარტავა ერის სულიერი მამის ჯანმრთელობაზე ზრუნავს და ეს საკითხი, როგორც ყოველთვის, ბუნებრივია, დღესაც აქტუალურია. ცისანა შარტავა ბევრი სასწაულის მომსწრე გამხდარა. ამის შესახებ მან “თბილისელებთან” ისაუბრა.
“ძალიან ბევრი სასწაულის მომსწრე გავმხდარვარ. მათ შორის, ჩემი ოჯახის ისტორიაცაა. ძმის დახვრეტის შემდეგ მთელი ოჯახი უმძიმეს მდგომარეობაში ვიყავით. არ ვიცოდით, როგორ გაგვეგრძელებინა ცხოვრება. განსაკუთრებით მძიმე იყო ჩემი მშობლების მდგომარეობა. უწმინდესთან შეხვედრის შემდეგ, სასწაული მოხდა. მან ისე აუხსნა მშობლებს ჩემი ძმის გარდაცვალების სულიერი ასპექტები, რომ მათი ცხოვრების სატანჯველი იმედმა შეცვალა. ამ გრძნობით მათ ტრაგედიის შემდეგ 15 წელი იცოცხლეს. პატრიარქის დამსახურებით, ეს წლები დედა ყოველთვის გრძნობდა, რომ შვილი მის გვერდით იყო. უწმინდესმა ამდენი წლის სიცოცხლე აჩუქა ჩემს მშობლებს და მთელ ოჯახს სულიერი სიმშვიდე მოგვიტანა. რაც მთავარია ტაძრისკენ გაგვიკვალა ბილიკი.
​გარდა ამისა, მახსენდება უამრავი ფიზიკურად განკურნებული ადამიანი. ჩემთვის უდიდესი სასწაული იყო ავადმყოფების ისტორია, რომელთაც აუცილებელი და გადაუდებელი ოპერაცია სჭირდებოდათ, მაგრამ უწმინდესთან რწმენით მოსვლის შემდეგ, აღმოჩნდებოდა, რომ ყოველგვარი ოპერაციის გარეშე დაამარცხეს დაავადება. მასთან მოსული უშვილო ოჯახები, პატრიარქის ლოცვის ძალით, მშობლები ხდებიან და ეს უდიდესი სასწაულია, ბევრი რამის გახსენება შეიძლება, თუმცა, ეს მხოლოდ წარსულის ისტორიები არაა, დღესაც ასე გრძელდება. მსგავს ფაქტებს ყოველდღე ვუყურებ და ვუსმენ”- ამბობს ცისანა შარტავა.

წყარო: “თბილისელები”.




გაუზიარე მეგობრებს



loading...

სულ კომენტარები: 0
avatar
loading...

ინფორმაცია

/news/ra_khiluli_sastsaulebis_momstsre_gamkhdara_utsmindesis_piradi_ekimi_tsisana_shartava/2017-01-09-315"
რა ხილული სასწაულების მომსწრე გამხდარა უწმინდესის პირადი ექიმი ცისანა შარტავა
მასალა ნანახია 873
რეიტინგი 0.0
ავტორი ADMIN
მასალის ID 315
კატეგორია
გამოქვეყნდა 2017 » იანვარი » 9





Follow Me



თქვენი ბანერის ადგილი


ავტორიზაცია


რეკომენდირებულია


სტატისტიკა

ყველა
მომხმარებლები
სტუმრები
სულ ონლაინში 1
სტუმრები 1
მომხმარებლები 0

კონტაქტი

Contact Us


Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 1
სტუმრები 1
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css