შემოგვიერთდით FACEBOOK ზე

საბჭოთა კავშირის დაშლაში პუტინმა ლენინი დაადანაშაულა მსოფლიო - - arwivi.net

მთავარი » 2016 » იანვარი » 24 » საბჭოთა კავშირის დაშლაში პუტინმა ლენინი დაადანაშაულა

საბჭოთა კავშირის დაშლაში პუტინმა ლენინი დაადანაშაულა

+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება

განათლებისა და მეცნიერების საპრეზიდენტო საბჭოს შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ლენინის მოღვაწეობა გააკრიტიკა, იტყობინება «Интерфакс».

პუტინის განცხადებით, ლენინის იდეებმა ისტორიული რუსეთის ნგრევა გამოიწვია, ასე უპასუხა მან კურჩატოვის ინსტიტუტის ხელმძღვანელს მიხეილ კოვალჩუკს, რომელმაც ოქტომბრის რევოლუციის ანალიზის დროს პოეტ ბორის პასტერნაკის პოემიდან ციტატა მოიყვანა და აღნიშნა, რომ ლენინი "ქვეყნას იმიტომ მართავდა, რომ განაგებდა ხალხის აზროვნებას".

"ხალხის აზრის მართვა კარგია, თუ ეს აზრი სწორ შედეგამდე მიგვიყვანს და არა, როგორც ლენინის შემთხვევაში ", განაცხადა პუტინმა.

"საბოლოო ჯამში კი ამან საბჭოთა კავშირის დაშლამდე მიგვიყვანა. იქ ბევრი ასეთი აზრი იყო: ავტონომია და ასე შემდეგ. შენობის ქვეშ ატომური ბომბი ჩადეს, სახელწოდებით რუსეთი, რომელმაც შემდეგ იფეთქა. მსოფლიო რევოლუცია ჩვენ არ გვჭირდებოდა. აი, ასეთი აზრიც იყო იქ", დასძინა პუტინმა.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის პრეზიდენტი ლენინის მოღვაწეობის შეფასებისაგან ყოველთვის თავს იკავებდა, მაგრამ რამდენჯერმე გამოთქვა მოსაზრება სტალინზე.

ასე მაგალითად, 2002 წელს მან სტალინს დიქტატორი უწოდა, მაგრამ აღნიშნა, რომ არ შეიძლება ისტორიაში მისი როლის იგნორირება, რადგანაც სწორედ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვება საბჭოთა კავშირმა მისი მმართველობის დროს მოიპოვა.




გაუზიარე მეგობრებს



loading...

სულ კომენტარები: 0
avatar
loading...

ინფორმაცია

/news/sabchota_kavshiris_dashlashi_putinma_lenini_daadanashaula/2016-01-24-256"
საბჭოთა კავშირის დაშლაში პუტინმა ლენინი დაადანაშაულა
მასალა ნანახია 845
რეიტინგი 1.0
ავტორი ADMIN
მასალის ID 256
კატეგორია მსოფლიო
გამოქვეყნდა 2016 » იანვარი » 24





Follow Me



თქვენი ბანერის ადგილი


ავტორიზაცია


რეკომენდირებულია


სტატისტიკა

ყველა
მომხმარებლები
სტუმრები
სულ ონლაინში 1
სტუმრები 1
მომხმარებლები 0

კონტაქტი

Contact Us


Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 1
სტუმრები 1
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css