შემოგვიერთდით FACEBOOK ზე

SBM LEAGUE 2014/15: კიდევ ორი ფინალი! სპორტი - - arwivi.net

მთავარი » 2015 » ივნისი » 26 » SBM LEAGUE 2014/15: კიდევ ორი ფინალი!

SBM LEAGUE 2014/15: კიდევ ორი ფინალი!

+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2014/15 წ.წ სეზონის დასრულებმადე ორი სათამაშო კვირა რჩება. 27-28 ივნისს, ორი ახალი ჩემპიონი გამოვლინდება, ასევე გაირკვევა ის ორიგუნდი, რომელიც სუპერლიგის ჩემპიონობისთვის იბრძოლებს. მატჩებს ტრადიცულად ჯ. ცერცვაძის სახელობის ხელბურთის აკადემია უმასპინძლებს.

27 ივნისს, ვერცხლის ლიგას ახალი ჩემპიონი ეყოლება. სნიკერსის და კრედოსგუნდებისთვის აღნიშნული გათამაშება სადებიუტოა, შესაბამისად ტიტულსაც ერთ-ერთიმათგანი პირველად იზეიმებს. რეგულარული სეზონი ორივე გუნდმა დამაჯარებლადჩაატარა. 1/2 ფინალამდე მოსვლა არცერთს არ გასჭირვებია. აქ კი კრედომ „ჯორჯიანვოთერ ენდ პაუერის“ საკმაოდ ძლიერ გუნდს აჯობა - ორი მატჩის ჯამში საყაიმოანგარიშის შემდეგ (2-2;1-1) ფინალისტის ვინაობა 7 მეტრიანების სერიაში გაირკვა.სნიკერსმა კი ფინალამდე რეგულარული სეზონის გამარჯვებული, საქართველოს ბანკი ჩამოიცილა გზიდან (3-0;1-1). ფინალური შეხვედრა შაბათს, 18:00 სთ-ზე დაიწყება.

27.06.2015. ვერცხლის ლიგა.

ფინალი18:00 სნიკერსი - კრედო

კვირის სათამაშო დღე კი სუპერლიგის განმეორებითი 1/2 ფინალური შეხვედრებითდაიწყება. ფინალისტების გასარკვევად უაღრესად დაძაბული და სანტერესოდაპირისპირებებია მოსალოდნელი.პირველები პარკეტზე პსპ-სა და ნატახტარის გუნდები გავლენ. პირველ შეხვედრაში„ფარმაცევტებმა“ ბოლო წამებზე გატანილი გოლით 2-1 შეძლეს მათთვის უხერხულიმეტოქის ძლევა, რითიც მიმდინარე (და არამარტო) სეზონის უსიამოვნო ტრადიციადაარღვიეს. ეს ამ გუნდების რიგით მეთერთმეტე დაპირისპირება იყო, საიდანაც 7 ნატახტარს ქონდა მოგებული, აქედან ორი მიმდინარე სეზონში (3-0;3-0). თუმცაფაქტია, ერთ ბურთიანი უპირატესობა ფინალში გასასვლელად აუცილებელწინაპირობად ვერ გამოდგება, რაც კვირას გასამართ შეხვედრას საინტერესოს ხდის.

არანაკლებ საინტერესო დაპირისპირებაა მოსალოდნელი მეორე 1/2 ფინალში.პირველ დუელში ქართული ფეხბურთის ვარსკვლავებით დაკომპლექტებულმაპროგრეს ბანკმა, რეგულარული სეზონის გამარჯვებულის, შსს-ს დამარცხება შეძლო 4-2 და ახლა ამ უპირატესობის შენარჩუნებას ეცდება. აღსანიშნავია, რომ პსპ-ნატახტარისმსგავსად, ამ მატჩამდე „ბანკირებისა“ და „ძალოვნების“ ურთიერთდაპირისპირებისსტატისტიკა შსს სასარგებლოდ იყო - ამ სეზონში მათ ორივეჯერ მოუგეს ძლიერ მეტოქეს(8-4, 9-4), თუმცა ახლა ფავორიტის სტატუსი უდაოდ „კალაძე და კომპანია“სარგებლობს.

17:00 სთ-დან ამ შეხვედრის პირდაპირი ტრანსლირება ინტერნეტით განხორციელდება(იხ ბმული: https://www.youtube.com/channel/UCXvoDxIv-2oWoPJReV6NnoA)

28.06.2015. სუპერლიგა. 1/2 ფინალი (II რაუნდი)

16:00 FC PSP - მფკ ნატახტარი (2-1)

17:00 პროგრეს ბანკი - შსს (4-2) LIVE!

კვირასვე ჩემპიონი გაერთიანებულ ლიგაში გამოვლინდება. ეს გათამაშება წელსპირველად იმართება. თუკი თრეველკემპ ჯორჯიამ ფინალამდე გზა უდანაკარგოდგანვლო (7-დან 7 მოგება), ბიბლუსი ბრინჯაოს ლიგის საუკეთესო ხუთეულში ვერმოხვედრის შემდეგ, გაერთიანებულ ლიგას ¼ ფინალიდან შეუერთდა. შესაბამისად ესგუნდები პირველად ხვდებიან ერთმანეთს და ფავორტის დასახელებაც საკმაოდრთულია. მატჩი 18:00 სთ-ზე აიღებს სტარტს.

28.06.2015. გაერთიანებული ლიგა. ფინალი

18:00 Travelcamp Georgia - ბიბლუსი

21 ივნისიდან, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის ფარგლებში დაიწყო საქველმოქმედოაქცია „ერთად დავეხმაროთ თბილისს“, რომელიც თბილისის სტიქიურიუბედურების შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად არის მიმართული.ყველა სათამაშო დღეს დარბაზის ტერიტორიზე განთავსებული იქნებასპეციალური ყუთი და თითოეულ სტუმარს საშუალება ექნება გაიღოს საკუთარიმინიმალური წვლილი ამ ადამიანების დასახმარებლად. შეგროვებული თანხავითიბი ბანკში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე გადაირიცხება. ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია „ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატისსპონსორია ფეხსაცმლის დანიური ბრენდი „ECCO“. ჩემპიონატის ტექნიკურიპარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია„რუსთავი 2“, იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, სასტუმრო „ჰოლიდეიინი“, Apple City, ვერცხლის ნაკეთობები „შემოინახე მემკვიდრეობა“, „მედი ქლაბჯორჯია“, NS STUDIO, Cleaning Service Group, დაცვის სამსახური „ომეგა“, თაფლი„მეფუტკრე“, ყვავილების მაღაზია „flowers.ge” და მუსიკალური მაღაზია „GURUmusic”რაც შეეხება მედია პარტნიორებს: რადიოები, „იმედი“, „კომერსანტი“, „ჯაკო“, ვებპორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, fanebi.com,adami.ge, news.ge, myvideo.ge და სპორტული ჟურნალები “OFFSIDE” და „ლელოweek”.

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური




გაუზიარე მეგობრებს



loading...

სულ კომენტარები: 0
avatar
loading...

ინფორმაცია

/news/sbm_league_2014_15_kidev_ori_pinali/2015-06-26-212"
SBM LEAGUE 2014/15: კიდევ ორი ფინალი!
მასალა ნანახია 840
რეიტინგი 1.2
ავტორი ADMIN
მასალის ID 212
კატეგორია სპორტი
გამოქვეყნდა 2015 » ივნისი » 26





Follow Me



თქვენი ბანერის ადგილი


ავტორიზაცია


რეკომენდირებულია


სტატისტიკა

ყველა
მომხმარებლები
სტუმრები
სულ ონლაინში 1
სტუმრები 1
მომხმარებლები 0

კონტაქტი

Contact Us


Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 1
სტუმრები 1
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css