შემოგვიერთდით FACEBOOK ზე

სუპერთასის ფინალზე დასასწრები ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებით, ტექნიკური საკითხები ზუსტდება სპორტი - - arwivi.net

მთავარი » 2015 » ივნისი » 26 » სუპერთასის ფინალზე დასასწრები ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებით, ტექნიკური საკითხები ზუსტდება

სუპერთასის ფინალზე დასასწრები ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებით, ტექნიკური საკითხები ზუსტდება

+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება

UEFA-ს სუპერთასის ფინალზე დასასწრები ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებით, ტექნიკური საკითხები ზუსტდება. ამის შესახებ biletebi.ge-ს ტექნიკურმა დირექტორმა გიორგი ჩხიკვიშვილმა განაცხადა.

ცნობისთვის, ქართულმა მხარემ UEFA-ს სთხოვა, რომ ბილეთების 80% ქართველებისთვის განსაზღვრულიყო. შედეგად, საქართველოს მოქალაქეებისთვის განისაზღვრა 24 ათასი ბილეთი, ხოლო უცხოელებისთვის - 6 ათასი.

კომპანია biletebi.ge-მ UEFA-ს ბილეთების გაყიდვის თავისი სტრატეგია მიაწოდა. მიუხედავად პრობლემებისა, სწორედ ეს კომპანია გაყიდის საქართველოს მოქალაქეებისთვის ბილეთებს, რაც შეეხება უცხოელებს, მათ საკითხს UEFA გადაწყვეტს.

„ახლა მიმდინარეობს ტექნიკური მომენტების გარკვევა, სიტყვაზე რამდენი კაცი უნდა შევიდეს ერთდროულად საიტზე, რამდენი ხანი უნდა დარჩეს და სხვა წმინდა ტექნიკური საკუთხები. კიდევ, შესამუშავებელია სტრატეგია, რომლითაც მოხდება კომუნიკაცია საზოგადოებასთან“, - განაცხადა ჩხიკვიშვილმა.

ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე, ესპანური კლუბები „ბარსელონა“ და „სევილია“ სუპერთასისთვის 11 აგვისტოს, იბრძოლებენ.

შეგახსენებთ, რომ biletebi.ge-ს UEFA-ს სუპერთასის ფინალზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 22 ივნისიდან უნდა უზრუნველეყო. სუპერთასის ფინალზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა შეჩერებულია, რადგან პორტალი biletebi.ge არ ფუნქციონირებს.




გაუზიარე მეგობრებს



loading...

სულ კომენტარები: 0
avatar
loading...

ინფორმაცია

/news/supertasis_pinalze_dasastsrebi_biletebis_gaqidvastan_dakavshirebit_teknikuri_sakitkhebi_zustdeba/2015-06-26-211"
სუპერთასის ფინალზე დასასწრები ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებით, ტექნიკური საკითხები ზუსტდება
მასალა ნანახია 777
რეიტინგი 1.0
ავტორი ADMIN
მასალის ID 211
კატეგორია სპორტი
გამოქვეყნდა 2015 » ივნისი » 26





Follow Me



თქვენი ბანერის ადგილი


ავტორიზაცია


რეკომენდირებულია


სტატისტიკა

ყველა
მომხმარებლები
სტუმრები
სულ ონლაინში 1
სტუმრები 1
მომხმარებლები 0

კონტაქტი

Contact Us


Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 1
სტუმრები 1
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css