ამასთან, McAfee-ს წითელი ფერის ლოგოტიპის მომავალშიც იქნება გამოყენებული. კომპანიის გათვლებით, რებრენდინგს დაახლოებით 1 წელი დასჭირდება. მიუხედავად ძველ ბრენდზე უარის თქმისა, McAfee Intel-ის შვილობილი კომპანიის სტატუსით არსებობას გააგრძელებს.
Intel-მა ასევე განაცხადა, რომ 2014 წელს უფასოს გახდის McAfee-ს ზოგიერთ პროდუქტს მობილური მოწყობილობებისთვის, მათ შორის iOS -ის და ანდროიდის ბაზაზე მომუშავე სმარტფონების და პლანშეტებისთვის.
McAfee 1987 წელს პროგრამისტმა ჯონ მაკაფიმ (John McAfee) დააარსა. მან კომპანია 1994 წელს დატოვა, ხოლო 2010 წელს ის 7.68 მლრდ დოლარად Intel-მა იყიდა.
BBC News-თან ინტერვიუში მაკაფიმ განაცხადა, რომ ის სრულიად ეთანხმება სახელის შეცვლის გადაწყვეტილებას.
”მე Intel-ის სამუდამოდ მადლიერი ვიქნები, რომ ამიერიდან ჩემი სახელი აღარ იქნება ასოცირებული პლანეტის ყველაზე ცუდ ანტივირუსულ პროგრამულ უზრუნველყოფასთან”,- განაცხადა მაკაფიმ.
loading...