აღსანიშნავია, რომ ჩვეულებისამებრ ხელმომჭირნე Ryanair თავისი 3 მილიარდ ევროიანი ბიუჯეტიდან ახალ პროექტში არანაირ ინვესტიციას არ განახორციელებს. მისი ერთადერთი კონტრიბუცია Google-სათვის რეგულარულად საჭირო ინფორმაციის მიწოდება იქნება. ასეთი ინფორმაცია კი ურიცხვია, რადგან, როგორც ო'ლორი აცხადებს, საძიებო გიგანტს არ სურს ლიმიტირებული საძიებო სისტემა ჰქონდეს. მას სურს გააკეთოს განაცხადი, რომ მისი სისტემა ყველა ავიახაზების, ყველა მიმართულების ფრენებს უწევს სკანირებას და აწვდის მომხმარებელს.

"მათ თანხის აღება არ სურთ, რადგან ყველა ხარჯი რეკლამიდან დაუბრუნდებათ",- აღნიშნა ო’ლორიმ.

ისიც აღსანიშნავია, რომ Google-ს უკვე აქვს ავიაბილეთების დაჯავშნის სისტემა, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში 2013 წლის მარტში შეიქმნა. სავარაუდოა, რომ სწორედ ამ სისტემის მოდერნიზაციის შესახებ საუბრობს ო'ლორი. თუმცა, Google-ს ჯერ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია. " />
navigacia
...


Google-ი ავიაბილეთების სრულიად ახლებური საძიებო სისტემის შექმნას გეგმავს


+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება

Google-ი ევროპის უმსხვილეს დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია Ryanair-თან ერთად მუშაობს პროექტზე, რომელიც სამუდამოდ შეცვლის ავიაბილეთების ძიებისა და შესყიდვის ონლაინ სისტემას.

როგორც Sunday Independent-ს ავიაკომპანიის ხელმძღვანელმა მაიკლ ო’ლორიმ განუცხადა, ახალი პროექტი ყველა კონკურენტს აჯობებს და მათ შორის ბაზრის ერთ-ერთ ლიდერს - Skyscanner-საც.

"ჩვენ Google-თან ვმუშაობთ გეგმაზე, თუ როგორ შევცვალოთ გზა, რომლითაც მომხმარებლები ავიაბილეთებს ყიდულობენ. Google -ი ამუშავებს ფასების შედარების სისტემას, რომელიც ყველა კონკურენტს უკან ჩამოიტოვებს. Skyscanner-ის მსგავსი საიტებისთვის ჩვენი პროექტი ნამდვილი დარტყმა იქნება,"- განაცხადა ო’ლორიმ. მისი თქმით, ერთობლივი პროექტი შესაძლოა, მარტის ბოლოდან ჩაეშვას.

აღსანიშნავია, რომ ჩვეულებისამებრ ხელმომჭირნე Ryanair თავისი 3 მილიარდ ევროიანი ბიუჯეტიდან ახალ პროექტში არანაირ ინვესტიციას არ განახორციელებს. მისი ერთადერთი კონტრიბუცია Google-სათვის რეგულარულად საჭირო ინფორმაციის მიწოდება იქნება. ასეთი ინფორმაცია კი ურიცხვია, რადგან, როგორც ო'ლორი აცხადებს, საძიებო გიგანტს არ სურს ლიმიტირებული საძიებო სისტემა ჰქონდეს. მას სურს გააკეთოს განაცხადი, რომ მისი სისტემა ყველა ავიახაზების, ყველა მიმართულების ფრენებს უწევს სკანირებას და აწვდის მომხმარებელს.

"მათ თანხის აღება არ სურთ, რადგან ყველა ხარჯი რეკლამიდან დაუბრუნდებათ",- აღნიშნა ო’ლორიმ.

ისიც აღსანიშნავია, რომ Google-ს უკვე აქვს ავიაბილეთების დაჯავშნის სისტემა, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში 2013 წლის მარტში შეიქმნა. სავარაუდოა, რომ სწორედ ამ სისტემის მოდერნიზაციის შესახებ საუბრობს ო'ლორი. თუმცა, Google-ს ჯერ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.

loading...
ADMIN 1078 0 2014-11-05
0.0/5 из 0

გაუზიარე მეგობრებს

დატოვეთ კომენტარი

Нет комментарие
avatar
სულ კომენტარები: 0

ხშირად წაკითხვადი


...

ამავე კატეგორიაში

...

ტოპ რეიტინგული

...

კულინარია

...

ყველაზე წაკითხვადი

...

თავის მოვლა

...

მედიცინა

...

დიეტა

...
Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 7
სტუმრები 7
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css