”ცოცხალი” საფულე (Living wallet) - ასე ჰქვია სპეციალურ საფულეს, რომელიც მფლობელს ზედმეტი თანხების გაფლანგვის უფლებას არ მისცემს.
როგორც საფულის შემქმნელები აღნიშნავენ, გაჯეტი დაკავშირებულია მისი მესაკუთრის მობილურ მოწყობილობაში ჩაწერილ პირადი ბიუჯეტის დამგეგმავ აპლიკაციასთან. ”ცოცხალი” საფულე აგროვებს განსაზღვრულ ინფორმაციას მისი მფლობელის მსყიდველობითი ჩვევების შესახებ, რის შემდეგაც განსაზღვრავს პატრონის მიერ მორიგი შენაძენის გაკეთების მიზანშეწონილობას.
იმ შემთხვევაში, თუკი საფულის მფლობელის თანხა იწურება, მოწყობილობაში ირთვება სპეციალური დაცვის მექანიზმები. თავდაპირველად საფულე შეეცდება ”გაექცეს” პატრონს, ხოლო თუკი მას დაიჭერენ, მოწყობილობა ”ყვირილს” იწყებს და თუ მას კვლავ არავინ მოუსმინა, დახმარებას ითხოვს. ექსტრემალურ შემთხვევაში, საფულე მობილურზე "განგაშის" მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს აგზავნის.
თუკი საფულის პატრონს ანგარიშზე საკმარისი რაოდენობის თანხა აქვს, Living wallet-ი რეკომენდაციებსაც იძლევა და Amazon-ის ინტერნეტ-მაღაზიის ყველაზე პოპულარული პროდუქტის შესახებ ატყობინებს მფლობელს.
როგორც გერმანული გამოცემა Focus-ი წერს, ჯერჯერობით უცნობია, ჩაეშვება თუ არა თავისუფალ გაყიდვაში ”ცოცხალი” საფულე და რა შეიძლება იყოს მისი ღირებულება.
loading...