საიტი განსაკუთრებით სასარგებლო შეიძლება იყოს იმ ბიზნეს კომპანიებისათვის, რომელთაც სურთ საკუთარი საიტი მაქსიმალურად ეფექტური გახადონ, თუმცა არ აქვთ იმის რესურსი, რომ მას აუდიტი ჩაუტარონ და ხარვეზები გამოავლინონ. თუმცა, ზოგადად, sitecheck-ი თავისი არსით ძალიან გამოსაყენებელი ინსტრუმენტია ნებისმიერი ტიპის ვებ-გვერდისათვის, თუნდაც უბრალო ინტერესის გამო - არასოდეს დაინტერესებულხართ, რა შეიძლება აკლდეს თქვენს ვებ-გვერდს, რაც შესაძლოა თქვენ არ შეგინიშნავთ?
sitecheck-ის სერვისი ხელმისაწვდომია ყველასთვის, ვინც საიტზე რეგისტრაციას გაივლის.
გამოსაკვლევი საიტის სისტემაში დამატება მარტივად ხდება. პირველ რიგში, მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს საიტზე, შემდეგ გაიაროს ავტორიზაცია და მომხმარებლის სამართავ მენიუში დააკლიკოს "საიტის დამატება"-ს.
Sitecheck-ი საიტებს ოთხი მახასიათებლის მიხედვით იკვლევს: საიტის არქიტექტურა, სიმარტივე, შიდა საძიებო ოპტიმიზაცია (SEO) და სოციალური მედია.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ყოველი საიტის აუდიტი კეთდება დამოუკიდებლად, სტანდარტიზებული მეთოდთ კომპეტენტური ადამიანების, და არა კომპიუტერული პროგრამების მიერ. საიტის აუდიტირების შემდეგ, მომზადებული აუდიტის შედეგი ემატება Sitecheck.ge-ის კატალოგს.
გარდა იმისა, რომ უფასოა, Sitecheck-ი იმითაც გამოირჩევა, რომ მომხმარებელს აუდიტისთვის ნებისმიერი რაოდენობის საიტის დამატება შეუძლია.
loading...