ამ გზით ფიქრობს კომპანია ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გაუარესებული ფინანსური სიტუაციის გაუმჯობესებას.
თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ კომპანია თავის გამორჩეულ და ცნობილ მოდელებს აღარ გამოუშვებს. პირიქით, HTC-ს სწორედ მიმდინარე წელს აქვს დაგეგმილი ახალი საფლაგმანო სმარტფონი წარადგინოს.
როდესაც HTC საფლაგმანო სმარტფონზე ვსაუბრობთ, უნდა ვიგულისხმოთ მისი HTC One-ის მოდელი, რომელსაც ძალიან კარგი პრესა ჰქონდა და მიმოხილვებშიც სიმპათია დაიმსახურა, თუმცა ვერ შეძლო კომპანიის შემცირებული შემოსავლები სასურველ მარჟამდე გაეზარდა.
"გასულ წელს გვქონდა პრობლემა ჩვენს საფლაგმანო პროდუქტებთან დაკავშირებით და ამასობაში ხელიდან გავუშვით უზარმაზარი რესურსი, რომელსაც საშუალო დონის სმარტფონების ბაზარი იძლეოდა," - განუცხადა კომპანიის დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა, ჩერ ვანგმა Reuters-ს.
HTC-ის ფინანსურმა დირექტორმა კი განმარტა, რომ ახალი, შედარებით დაბალფასიანი მოდელები 150-დან 300-მდე აშშ დოლარის ფარგლებში ეღირება. აქვე აღსანიშნავია, რომ კომპანიას კატეგორიულად არ სურს თავისი პროდუქციის ხარისხი დაიყვანოს ”ძალიან, ძალიან დაბალფასიანი პროდუქტების ბაზრის მოთხოვნამდე”.
გარდა ამისა, იმისთვის, რათა ფეხი აუწყოს Samsung-სა და Sony-ის (გასულ წელს ორივე კომპანიამ წარადგინა სმარტვოჩი), HTC მიმდინარე წელს ხელზე გასაკეთებელი მობილური მოწყობილობის შექმნასაც აპირებს.
გასულ წელს HTC-ის შემოსავლებმა 6 მილიარდ დოლარამდე იკლო და შედეგად, კომპანიის აქციების ფასიც 53 პროცენტით დაეცა. მიუხედავად იმისა, რომ HTC 2014 წელს იმედის თვალით შეჰყურებს, კომპანიაში უკვე განაცხადეს, რომ პირველი კვარტლის შემოსავლები შედარებით მოკრძალებული, 1-1.5 მილიარდი დოლარის ფარგლებში იქნება.
loading...