თავად პროდუქტი საკმაოდ მომცროა და ტექნიკის მაღაზიის თაროებზე მომხმარებლისთვის რთული იქნებოდა იმის შემჩნევა, რომ ის უნიკალურია, რადგან წყალგამძლეა. ამიტომ Sony-მ გადაწყვიტა, თავისი მომხმარებლებისათვის ახალი პროდუქტი განსაკუთრებული სახით შეეთავაზებინა. კომპანია DraftFCB-ის დახმარებით, Sony-ს ბრწყინვალე იდეა დაებადა და მიაგნო გზას, თუ როგორ უნდა გამოერჩია თავისი პროდუქტი ალტერნატივებისაგან, როგორიცაა მაგალითად Apple-ის iPod shuffle-ს.
შედეგად, MP3 პლეერი თავისი ყურსასმენებიანად პირდაპირ წყლის ბოთლში განათავსეს და ასეც იყიდება. ჭკვიანმა მარკეტინგულმა ტაქტიკამ შედეგიც მალევე გამოიღო და MP3 პლეერის უნიკალურობაში ეჭვი უკვე აღარავის ეპარება.
გარდა ამისა, Sony-მ კიდევ უფრო ჭკვიანურ ხერხს მიმართა და თავის ”ბოთლში ჩამოსხმულ უოქმენებს” სპორტულ გამაჯანსაღებელ ცენტრებში განთავსებულ ავტომატებში ყიდის. შედეგად, მომხმარებელს შეუძლია ჩვეულებისამებრ, წყლის ყიდვასთან ერთად, ახალი პლეერიც შეიძინოს - თუმცა, ბევრად უფრო ძვირად, ვიდრე მისი ბოთლი წყალი ეღირებოდა. სხვადასხვა წყაროების თანახმად, პლეერი დაახლოებით 100 აშშ დოლარი ღირს.
loading...