Microsoft-ის გეგმების შესახებ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით, The Verge იუწყება, რომ კომპანიაში სერიოზული განხილვა მიმდინარეობს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. კერძოდ, Microsoft-ში ფიქრობენ, მისცენ თუ არა Windows-ის მომხმარებლებს საშუალება, ჩამოტვირთონ აპლიკაციები მესამე მხარის მიერ მართვადი ე.წ. "სთორიდან". დღემდე Windows-ის მომხმარებლებს ამის შეზღუდული შესაძლებლობა აქვთ.
თუკი Microsoft ამ საკითხს დადებითად გადაწყვეტს, ეს, სავარაუდოდ, ძალიან გაახარებს Windows Phone-ის მომხმარებლებს (Nokia Lumia, HTC-ის ზოგიერთი მოდელი და ა.შ.).
თუმცა, საკითხის განხილვა მხოლოდ ახლა დაიწყო და კომპანიაში გეგმასთან დაკავშირებით აზრი ორად არის გაყოფილი. Microsoft-ის ტოპ-მენეჯმენტის ნაწილს მიაჩნია, რომ გეგმის განხორციელება მომხმარებელს მიიზიდავს Windows-ის პლატფორმებზე, სხვები კი ფიქრობენ, რომ ეს მას იმიჯს შეუცვლის.
აღსანიშნავია, რომ დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაშიც, ეს პირველი შემთხვევა არ იქნება Windows-ზე ანდროიდის აპლიკაციების გამოჩენისა. კომპიუტერული პროგრამების შემქმნელი BlueStacks შესაძლებლობას აძლევს მომხმარებლებს, ანდროიდის აპლიკაციები გაუშვან Windows მოწყობილობებზე, მათ შორის Microsoft's Surface Pro-ზეც.
ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ Windows-ისა და ანდროიდის სამომავლო ურთიერთობების შესახებ ინფორმაცია იმის ფონზე ვრცელდება, როცა ცნობილია, რომ ამ თვის ბოლოსთვის, ბარსელონაში, Mobile World Congress-ზე Nokia საკუთარ ანდროიდ მოწყობილობას წარადგენს. დაბალფასიანი სმარტფონი განვითარებად ბაზებზე იქნება გათვლილი.
Nokia-მ, მას შემდეგ, რაც ის Microsoft-მა შეიძინა, საკუთარი პროგრამული უზრუნველყოფის განვითარებაზე უარი თქვა და ექსკლუზიურად Windows-ის სისტემაზე მუშაობს.
loading...