ამ დროისთვის კი, Microsoft-ის ახალი სისტემის დაყენების მსურველთა რიცხვმა მილიონს მიაღწია. როგორც კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბელფიორემ განაცხადა, Windows 10-ის გაშვების მომენტიდან, იგი უკვე მილიონმა ადამიანმა დააყენა საკუთარ კომპიუტერებზე. ამასთან ერთად, კომპანიამ დაახლოებით, 200 ადამიანისგან მიიღო გამოხმაურება, რომელიც ძირითადად ახალი START-ის მენიუს და საძიებო სისტემას ეხებოდა.
როგორც რესურსი TheVerge იტყობინება, დაყენებული Windows-ის 64% პერსონალურ კომპიუტერებზე მოდის. ჯო ბალფიორეს თქმით, Windows 10-ის ტესტირების დროს, კომპანია Microsoft შეეცდება გაითვალისწინოს მომხმარებლების რჩევები და ოპერატიული სისტემის ოფიციალური გამოშვების დროს, სრულიად დახვეწოს ყველა ხარვეზი.
loading...