მათ შორისაა, ორი პლანშეტი iPad Air 2 და Pad Mini 3, ასევე, 27 დიუიმიანი კომპიუტერი iMac.
ახალი iPad Air 2 წინამორბედებზე სწრაფი და 18%-ით უფრო თხელია. მწარმოებლები მას მსოფლიოში ყველაზე თხელ პლანშეტს უწოდებენ - მისი სიგანე 6,1 მილიმეტრია. iPad Air 2-ს ახალი პროცესორი და დამატებითი თანაპროცესორი აქვს, რაც უფრო მეტად გააუმჯობესებს მის მუშაობას. გარდა ამისა, მისი ავტონომიური მუშაობის დრო 10 საათს გაუტოლდება. ახალ აიპადში გაუმჯობესებულია დისფლეი - იგი ნაკლებად ”დაბრმავდება” მზის სინათლეზე. პრეზენტაციის დროს, განსაკუთრებული აქცენტი 8 მეგაპიქსელიან კამერაზე გაკეთდა.
ტიმ კუკმა და მისმა კოლეგებმა ასევე მაგიდის კომპიუტერი iMac წარმოადგინეს, რომლის კორპუსის სიგანე 5 მილიმეტრს უდრის. მისი ფასი 2500$ იქნება. კოპანია Apple-მა ასევე განაახლა Mac Mini-ის კომპიუტერებიც. მათი ფასები 499$-იდან დაიწყება და ხელმისაწვდომი სამ ფერში იქნება: ნაცრისფერში, ვერცხლისფერში და ოქროსფერში.
loading...