+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება მასალად საჭიროა:
1 კგ. "ნიკორას" საქონლის ხორცის რბილი ნაწილი.
ხახვი - 100 გრ..
"ჩვენი ფერმერის" კარაქი - 150 გრ.
ოხრახუში - 200 გრ.
კვერცხი - 2 ცალი.
"ჩვენი ფერმერის" არაჟანი - 1 ჩაის ჭიქა.
ორცხობილა - 6 ცალი.
პურის ფქვილი - 1 სუფრის კოვზი.
მარილი და შავი პილპილი - გემოვნებით
მომზადების წესი:
საქონლის რბილ ხორცთან ერთად გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში ხახვი და ოხრახუში, ჩავახალოთ კვერცხი, ჩავაყაროთ დანაყული ორცხობილა, მარილი და შავი პილპილი გემოვნებით. ამგვარად შემზადებულ ფარშს მივცეთ კატლეტის ფორმა, ამოვავლოთ ორცხობილაში და შევწვათ გაცხელებულ ცხიმიან ტაფაზე. კატლეტები კარგად რომ შეწითლდება, დავაწყოთ დიდ თეფშზე. ზემოდან მოსასხმელი არაჟნის საწებელი კი შემდეგნაირად მზადდება: ცხელ ტაფაზე დავუმატოთ კარაქი, ცოტა ხორცის ბულიონი ან წყალი, ფქვილი და ერთი კოვზი არაჟანი. ყველაფერი ეს ტაფაზე კარგად შევაწითლოთ. შემდეგ დავასხათ დარჩენილი არაჟანი, მოვურიოთ და მოვასხათ კატლეტებს მთლიანად.