შემოგვიერთდით FACEBOOK ზე

მიშო დადიანი ლექსები ლექსები - ბლოგი - only123.my1.ru

მთავარი » 2013 » დეკემბერი » 21 » მიშო დადიანი ლექსები

მიშო დადიანი ლექსები

+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება

***
ბავშვობაში ,როცა დედა იგვიანებდა,
კართან ვიდექი,
მეგონა ასე უფრო მალე მოვიდოდა.
ვცდილობდი
ვინმეს ფეხის ხმა
მიმემსგავსებინა დედაჩემისას,
ესეც მყოფნიდა დასამშვიდებლად —
იქნებ ის არის.

***
არასოდეს ყოფილა ცხოვრება სიზმარი.
ჩემი ცხოვრება ზედმეტად რეალურია იმისთვის,
რომ ბედნიერებას დავუთმო მხოლოდ.

არც ის მითქვამს — რთულია ბედნიერება.

თუ ვარსკვლავები არ ანათებენ,
ეს იმას ნიშნავს, რომ სხვა მხარეს ვდგავარ.

სულ ერთი ლექსი —
ერთი ტკივილიც მაბედნიერებს,
თორემ
სიმშვიდე რა ჩემი ხელობაა,
ცივი სიმშვიდე,
რომელიც იმის შეგრძნებას მიტოვებს,
შენს დახრილ ჩრდილზე მოვდიოდე
და მზეს ვეძებდე.

***

ვერაფრით მოვიშინაურე ეს დღეები,
ყველა მათგანი ხელებში მაკვდება,
როგორც უცხო ადამიანი,
სადღაც, გზის პირზე.

დგას ჩემი ლექსი,
ხმაურში მოქცეული სიჩუმესავით
და არაფერს ელოდება,
მხოლოდ ცდილობს, რომ
გაუძლოს შენი ზურგის
სიმხურვალეს.

***

დღეს ჩემი ბავშვობის სახლს ჩავუარე,
რაღაც სიმძიმე ვიგრძენი გულში,
გზა გავაგრძელე,
მაგრამ ჩემგან ვიღაც გავიდა.

სუნი რომ ჰქონდეს ჩემს ბავშვობას,
მას დედაჩემის სუნი ექნებოდა.

***
სიმარტოვე ისაა,
სკამზე გადაკიდებული მაისური
რომ სჩანს სარკეში
და მხოლოდ გულში იმეორებ:
როგორ მიყვარხარ.

***

წყალს კი არა ლექსებს ვატანდი
ჩემს ყველა კოშმარს,
რომ არსად დაკარგულიყვნენ
იქ… სხვა ყოფაში.

***
(მამა)
თავის სიზმარში იწვა ქალაქი,
წყნეთის სუსხი კი ძვლებში ატანდა.
ის შემოვიდა — სველი, ამაყი
და მხრით ფოთლები შემოიტანა




გაუზიარე მეგობრებს



loading...

სულ კომენტარები: 0
avatar
loading...

ინფორმაცია

/blog/2013-12-21-35"
მიშო დადიანი ლექსები
მასალა ნანახია 1082
რეიტინგი 5.0
ავტორი slotgio
მასალის ID 35
კატეგორია ლექსები
გამოქვეყნდა 2013 » დეკემბერი » 21




ულამაზესი ადგილები
სხვადასხვა
კულინარია
საუკეთესო რეცეპტები, ალკოჰოლური სასმელები,უალკოჰოლო სასმელები,ქართული და მსოფლიო კერძების რეცეპტები,
მოდა, სტილი, აქსესუარები,
მედიცინა
ლექსები
სასიყვარულო აურზაური
პატარძალი
ნადირობა და თევზაობა
კურორტები საქართველოში
რელიგია
საკითხავი
სილამაზე დიეტა თავის მოვლა
რჩევები როგორ გამოვიყურებოდეთ მომხიბვლელად და ლამაზად




Follow Me



თქვენი ბანერის ადგილი


ავტორიზაცია


რეკომენდირებულია


სტატისტიკა

ყველა
მომხმარებლები
სტუმრები
სულ ონლაინში 1
სტუმრები 1
მომხმარებლები 0

კონტაქტი

Contact Us


Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 1
სტუმრები 1
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css