+A შრიფტის გადიდება |
-A შრიფტის დაპატარავება
ზაფხულის ღამე...სიჩუმე...მთვარის სინათლე ბნელში,
თავდავიწყება,კოცნა და ჩვენ ორნი ორღობეში.
ფარული იყო,ლამაზი და იდუმალი განცდა,
თურმე ეშმაკი გვხედავდა,იმ ღამით გზას რომ აცდა.
თურმე შეიგრძნო ბოროტმა იმ წამის ჩვენი რწმენა,
ვერ აიტანა სიკეთე,ბრაზით დაიწყო ღრენა.
მაშინვე იხმო ჯალათი:მოსამართლე აქ გაჩნდეს!
ნეტავ პირველი კოცნისთვის რას მიმზადებდა სასჯელს?..
ფერადი ემოციებით ნაბიჯებს ვითვლი ბნელში,
შავით მოსილი დარბაზი,ირგვლივ გვამი და ლეში.
ნაფიც მსაჯულებს ეშმაკი ავად უღერებს მათრახს,
ისინიც შიშით,კანკალით,გმობენ ჩემს კოცნას საძრახს.
ჰა,განაჩენიც ვიხილე,სიკვდილით მერგო დასჯა,
არც კი მანაღვლებს რა ხდება,ფიქრში ისევ ვარ მასთან.
ჯანდაბას ეშმას წრიალი,ჯანდაბას მათი თავი,
ჯანდაბას ყველა მსაჯული,ჯანდაბას კუპრი შავი.
ზაფხულის ღამე...სიჩუმე...და დანამული ლოყა,
ჯანდაბას ყველა ბოროტი!გაკოცებ,თუნდაც მომკლან!
გაუზიარე მეგობრებს
loading...