+A შრიფტის გადიდება |
-A შრიფტის დაპატარავება
სულის ტკივილამდე მომწყურდა შენი ჩახუტება მარტიანი,
ასე ცვალებადი დამტოვე და დღეებს შევაბერდი დარდიანი.
ასე უიმედო დამტოვე და მოწყდა რეალობას ცრემლის ტბები,
ასე გატეხილი დამტოვე და მალე გავგიჟდები,შევიშლები...
სულის ტკივილამდე მომენატრა სითბოს ქარიშხალი შენებური,
გულში ჩაკრული და განაბული,აღარ განცდილი და ძველებური.
ასე არეული დამტოვე და ამინდს შევაფარე ემოცია,
სულის ტკივილამდე ცრემლი ჭარბობს,ცრემლიც შემოდგომის გემოსია.
ასე ეშმაკს ხელში ჩამაბარე,ასე უღმერთობა შემატოვე,
მერე ერთხელაც არ მომიკითხე,მერე ერთხელაც არ გემარტოვე.
სულის ტკივილამდე მომენატრე,შენ კი ოცდაათ ვერცხლს მანაცვალე
მე აქ გაწამებულ დღეებს ვითვლი,შენ იქ შენი ჯილდო გადათვალე.
ასე მტკივნეული მონატრება ღმერთმა,ვერ გიმეტებ,არ განახოს,
ასე მტკივნეულად,ვერ გაუძლებ,ვინმემ ცოცხალს მიწა დაგაყაროს.
მე რა დავაშავე,შენს გარშემო რომ ვერ დამიტიე,მტკივა გული,
ღმერთმა,ვერ გიმეტებ,არ განახოს,სხვისგან შენებური სიყვარული.
ასე ეშმაკს ხელში ჩამაბარე,ასე უღმერთობა შემატოვე,
ნუთუ ერთხელაც ვერ შემიცანი,ნუთუ ერთხელაც არ გემარტოვე???
გაუზიარე მეგობრებს
loading...