შემოგვიერთდით FACEBOOK ზე

მეცამეტე თვე ლექსები - ბლოგი - only123.my1.ru

მთავარი » 2013 » დეკემბერი » 21 » მეცამეტე თვე

მეცამეტე თვე

+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება

მე შენი ძებნა დავიწყე იანვრის ჩაშლილ ტევრში,
გადათეთრებულ ფერდობზე ფიფქებს ვითვლიდი ხელში,
ძმობილად მყავდა სიცივე,თან ვსდევდი ფიქრთა ამქარს,
შენზე ვუსვამდი კითხვებს ჭაღარათმიან ზამთარს.
რაც უფრო ახლოს მოველ,სითბომ იმატა ჩემში
ერთხელ თვალიც კი მოგკარ,მაშინ,თებერვლის თვეში.
დღეებს ჩავკიდე ხელი,მიმიყვანეთთქო მასთან,
შემომემარტა უცებ,ახლოს აღმოვჩნდი ცასთან.
ყოჩივარდების ფოთლებს ჩავჩურჩულებდი ყურში,
მაპოვნინოთთქო იქნებ,ვეძებთქო გაზაფხულში.
თავაშვებული ტალღის ველოდი ნანატრ პასუხს,
ცვალებადია მარტი,მიწამლოს არა,არ სურს.
როს განვიბანე ღვთიურ აპრილის ზეცის ცრემლში,
ნაცნობი მწარე ბურთი ვიგრძენი ისევ ყელში.
იმედი როცა ქრება აღარ შევნატრი დაისს,
თავშესაფრისთვის თუ ღირს,ვცდი,მივაკითხავ მაისს.
აქ,ყვავილებში გეძებ,სახედაფარულ ხალხში,
ჩვენი გრძნობა რომ დავრგო ედემის ტურფა ბაღში.
მაგრამ გიპოვე?ვერა...მწვანე გადიქცა შავად,
ცვრიან ბალახზე სისხლი გვირილებს აწვიმს შხამად.
იყო დაცემაც,იყო გზაჯვარედინი გზაში,
არ შემიბრალე შენით უკვე გაზრდილი ბავშვი.
იცი?ზაფხული მიყვარს,ვეტრფი ივნისს და ივლისს,
მაცოცხლებს ხეთა სუნთქვა,სუნის შეგრძნება თივის,
სწორედ აი მანდ გეძებ,თივის სურნელში,ტბებში,
დრო დროზე სწრაფად მიჰქრის,აგვისტო შემრჩა ხელში.
ზაფხულის ბოლო დღეებს თან გავაყოლე დარდი,
თვალი მოგკარი ისევ,მფარველ ანგელოზს გავდი,
ჩამოუქროლა ქარმა,ყინვამ იმატა ხეში,
სექტემბერს ჩავეხუტე,სიყვითლე გაჩნდა ფერში.
გაჰყევი ფოთლებს მავალს,ჯაჭვადაკინძულ სხივებს,
სუსხით მოსილი წვიმა რიდით მიკეთებს მძივებს.
მეც აღარ დამრჩა სხვა გზა,თუმც ბზარი გაჩნდა ხმაში,
დღე დღეს მისდევდა ჩუმად,,სად ხართქო,,ამის თქმაში.
აღელვებული ტბის პირს ოქტომბრის თვეში გელი,
შრომის ხმაურში ხედავ?სევდამ ჩამკიდა ხელი.
ხმაჩახლეჩილი გეძებ ნოემბრის მსუსხავ ქარში,
ვეღარ გიპოვე ვერსად,ვერც ავდარში,ვერც დარში.
ბეღურასავით მარტო შემოვრჩი მყინავ ზამთარს,
მონატრებული სითბოს,შენს უბეს,გულით გამთბარს...
უკვე თორმეტი თვეა მე შენს ნაკვალევს ვეძებ,
მე შენს სუნთქვასაც კი ვცნობ,უშენოდ წამიც ვერ ვძლებ.
უკვე დეკემბერს ვებრძვი,შენ კი მაინც ხარ შორი,
შენ გქვია მარტის ღელვა,შენ გქვია ამ თვის თოვლი.
და თუკი არსად არ ხარ,მაშ სად დაიდე ბინა?
ნუთუ არსებობს სხვა დრო,სადაც ჩემს მიღმა გძინავს.
ნუთუ არსებობს სხვა თვე იმ სიყვარულის წამის,
როცა მოვალ და აღარ გერქმება ხილვა ღამის.
მაშინ თორმეტ თვეს ერთად მოვიქცევ გაშლილ ხელში,
ძებნას დავიწყებ შენსას,იქ,მეცამეტე თვეში.




გაუზიარე მეგობრებს



loading...

სულ კომენტარები: 0
avatar
loading...

ინფორმაცია

/blog/2013-12-21-62"
მეცამეტე თვე
მასალა ნანახია 1065
რეიტინგი 5.0
ავტორი slotgio
მასალის ID 62
კატეგორია ლექსები
გამოქვეყნდა 2013 » დეკემბერი » 21




ულამაზესი ადგილები
სხვადასხვა
კულინარია
საუკეთესო რეცეპტები, ალკოჰოლური სასმელები,უალკოჰოლო სასმელები,ქართული და მსოფლიო კერძების რეცეპტები,
მოდა, სტილი, აქსესუარები,
მედიცინა
ლექსები
სასიყვარულო აურზაური
პატარძალი
ნადირობა და თევზაობა
კურორტები საქართველოში
რელიგია
საკითხავი
სილამაზე დიეტა თავის მოვლა
რჩევები როგორ გამოვიყურებოდეთ მომხიბვლელად და ლამაზად




Follow Me



თქვენი ბანერის ადგილი


ავტორიზაცია


რეკომენდირებულია


სტატისტიკა

ყველა
მომხმარებლები
სტუმრები
სულ ონლაინში 1
სტუმრები 1
მომხმარებლები 0

კონტაქტი

Contact Us


Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 1
სტუმრები 1
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css