+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება
სამკურნალო ხელოვნების მწვერვალი ძველ სამყაროში იყო ჰიპოკრატეს საქმიანობა. ჩვ.წ. მე-II საუკუნეში ანტიკური მედიცინის წარმოდგენები სისტემატიზებულ იქნა გალენოსის მიერ. მისი სისტემა, შევსებული ავიცენას მიერ, და კანონიზებულ იქნა ეკლესიის მიერ, ბატონობდა თითქმის ახალი ეპოქის დასაწყისამდე. მე-XVI-XVII საუკუნეებში ა. ვეზალიუსის, უ. ჰარვის, აღმოჩენებმა, პარაცელსუსის შრომებმა, ა. პარეს და ტ. სიდენჰემის მოღვაწეობამ ხელი შეუწყო მედიცინის დაბრუნებას ცდისეულ ცოდნის საფუძვლებში. ბუნებისმეტყველებისა და ტექნიკის მიღწევებმა, კლინიკურ-ანატომიური და კლინიკურ-ექსპერიმენტული მიმართულებების განვითარებამ, ავადმყოფობის კვლევის ობიექტურმა მეთოდებმა განაპირობებს მეცნიერული მედიცინის ჩამოყალიბება.
მედიცინის განვითარების პროცესში მოხდა მისი დიფერენცირება რამდენიმე დამოუკიდებელ დარგად, რომლებიც შეისწავლიან:
ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმის აგებულებას და ფუნქციებს - ანატომია, ფიზიოლოგია, ჰისტოლოგია, ბიოქიმია და სხვა.
ავადმყოფ ორგანიზმს - პათოლოგიური ანატომია, პათოლოგიური ფიზიოლოგია და სხვა.
ავადმყოფობები და მათი მკურნალობა - თერაპია, ქირურგია და სხვა.
გარემოს ზეგავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე - ჰიგიენა.