შემოგვიერთდით FACEBOOK ზე

"ეს ამბავი აუცილებლად უნდა მოვყვე" საკითხავი - ბლოგი - only123.my1.ru

მთავარი » 2014 » ნოემბერი » 14 » "ეს ამბავი აუცილებლად უნდა მოვყვე"

"ეს ამბავი აუცილებლად უნდა მოვყვე"

+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება

ეს ამბავი აუცილებლად უნდა მოვყვე. ვერ მოვისვენებ გამორიცხულია :)) მოკლედ, გუშინ შუადღისას, სამსახურიდან რამდენიმე წუთით უნდა გავსულიყავი . გავედი. გვერდით სკოლაა სკოლის გვერდით საცხობი. საცხობთან ქალი იდგა , პატარა II – III კლასელ ბიჭთან ერთად. (როგორც მერე გავიგე დედა–შვილი იყვნენ) ბავშვი, ალბათ სახლამდე ვერ ითმენდა, დედამ უყიდა ხაჭაპური და ჩემს წინ გააგრძელეს გზა. ბავშვი ჩამორჩა და ცდილობს ხაჭაპური სასწარფოდ ამოიღოს პარკიდან. ამ დროს მივუახლოვდით პატარა ბავშვს , რომელიც ხშირად ზის სკოლის შესასვლელთან და დახმარებას ითხოვს ხოლმე. ხაჭაპურიანმა ბიჭუნამ დაინახა , თვალი გააყოლა და ქალს დაუძახა დედა დამელოდეო. სწრაფად მივიდა რაღაც ჩასჩურჩულა , დედას გაეცინა ,თავი დაუქნია და ბიჭი სასწრაფოდ მობრუნდა სკოლასთან მჯდარი ბავშვისკენ. გზა ვეღარ გავაგრძელე, თითქოს რაღაცას ველოდი და იქვე დავდექი . ბიჭუნა მიუჯდა ამ ბავშვს ისე , რომ ერთი სიტყვაც არ უთქვამს მისთვის. როგორც იქნა ამოიღო ხაჭაპური, ძალიან სერიოზული სახით, (ეტყობოდა, რომ მისთვის მნიშვნელოვან რაღაცას აკეთებდა) გადატეხა შუაზე. ეს ორი ერთნაირი ნაჭერი ერთმანეთს დაადო, ხელით შორს გაწია , ცალი თვალი დახუჭა, ალბათ, ზომავდა სწორად გატეხა თუ არა , კმაყოფილი სახით ერთი ნაწილი ისევ პარკში ჩადო , მეორე კი ამ ბავშვს ჩაუდო ხელებში. ეს ბავშვი თავის მხრივ გაკვირვებული თვალს არ აცილებდა. ბიჭი ისევ ისე უხმოდ ადგა, დაეწია დედას და გზა გააგრძელა ასკინკილით და ბედნიერმა . მე ვდგავარ გაშეშებული ყელში ბურთი იზრდება და იზრდება, ხმის ამოღებას აზრი არ აქვს. წავედი და დაწევისას ვფიქრობ, იქნებ მივიდე და ყველაფერი ვუთხრა რასაც ვფიქრობ . იქნებ, ვუთხრა ეს პატარა კაცუნა რამდენჯერ დიდია ზრდასრულ ადამიანთა უმრავლესობაზე. ან ამ ქალს ვუთხრა რა ბრილიანტი დაყავს ყოველდღე ამ გზაზე ან ისე ჩავეხუტო და სულ ნურაფერს ვიტყვი. ყელში ბურთი მახრჩობდა და ვერაფერი ვქენი მალევე სხვადასხვა გზით წავედით და ზუსტად ვიცი ძალიან დიდი ხანი უნდა ვინანო. მას მერე ვფიქრობ, რა უნდა მოხდეს ამ პატარა ბიჭუნას ცხოვრებაში , რომ სხვანაირი გახდეს და რა უნდა მოხდეს მეორე ბავშვის ცხოვრებაში , რომ ეს მისი ტოლი ბიჭი დაავიწყდეს, მის თვალწინ საგულდაგულოდ, რომ ცდილობდა ლუკმის გაყოფას
კიდევ ბევრ რამეს ვფიქრობ, მაგრამ ისედაც დიდი ტექსტი გამოვიდა ...
(ცუკერბერგ, შენც ჯიგარი ხარ, ყველასთვის ერთიანად, რომ შემიძლია ამის მოყოლა :))) )




გაუზიარე მეგობრებს



loading...

ტეგები
სულ კომენტარები: 0
avatar
loading...

ინფორმაცია

/blog/2014-11-14-84"
"ეს ამბავი აუცილებლად უნდა მოვყვე"
მასალა ნანახია 917
რეიტინგი 0.0
ავტორი ADMIN
მასალის ID 84
კატეგორია საკითხავი
გამოქვეყნდა 2014 » ნოემბერი » 14




ულამაზესი ადგილები
სხვადასხვა
კულინარია
საუკეთესო რეცეპტები, ალკოჰოლური სასმელები,უალკოჰოლო სასმელები,ქართული და მსოფლიო კერძების რეცეპტები,
მოდა, სტილი, აქსესუარები,
მედიცინა
ლექსები
სასიყვარულო აურზაური
პატარძალი
ნადირობა და თევზაობა
კურორტები საქართველოში
რელიგია
საკითხავი
სილამაზე დიეტა თავის მოვლა
რჩევები როგორ გამოვიყურებოდეთ მომხიბვლელად და ლამაზად




Follow Me



თქვენი ბანერის ადგილი


ავტორიზაცია


რეკომენდირებულია


სტატისტიკა

ყველა
მომხმარებლები
სტუმრები
სულ ონლაინში 1
სტუმრები 1
მომხმარებლები 0

კონტაქტი

Contact Us


Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 1
სტუმრები 1
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css