+A შრიფტის გადიდება |
-A შრიფტის დაპატარავება
არქიტექტურულმა კომპანიამ Sigge Architects დააპროექტა მოტივტივე სასტუმროებისა და მდიდრული ვილების სერია, რომელიც ფეხბურთში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის დოჰას სანაპიროსთან (კატარი) განლაგდება.
მოტივტივე სასტუმროები გრანდიოზული არქიტექტურული პროექტის – Oryx Island-ის ნაწილია, რომლის მშენებლობასაც კატარის ხელისუფლება 2021 წელს დაასრულებს.
პროექტის მიხედვით, სანაპირო ვილებისა და მოტივტივე სასტუმროების რიგი, რომელიც 25 ათას ადამიანზეა გათვლილი, ვიზუალურად კუნძულივით იქნება განლაგებული.
დოჰას სანაპიროსა და მოტივტივე საცხოვრებელ კომპლექსს შორის გადაადგილების საშუალება ნავები და კატერები იქნება.
ორიქსის კუნძული მზის ენერგიაზე მომუშავე ელექტროენერგიას გამოიყენებს, ექნება საკუთარი საკანალიზაციო და წყალმომარაგების სისტემა.
ორიქსის კუნძულზე ვილების გარდა გასართობი და დასასვენებელი ცენტრებიც აშენდება.
მოტივტივე სასტუმროებისა და ვილებისგან შემდგარი “კუნძულის” მშენებლობა კატარს 5,5 მილიარდი დოლარი დაუჯდება.
გაუზიარე მეგობრებს
loading...