შემოგვიერთდით FACEBOOK ზე

5 სიმპტომი, როდესაც აუცილებლად უნდა მივმართოთ ექიმს მედიცინა - ბლოგი - only123.my1.ru

მთავარი » 2016 » იანვარი » 29 » 5 სიმპტომი, როდესაც აუცილებლად უნდა მივმართოთ ექიმს

5 სიმპტომი, როდესაც აუცილებლად უნდა მივმართოთ ექიმს

+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება

როდესაც ხშირად გვტკივა თავი. როდესაც თავის მკვეთრი მობრუნებისას, დახრისას, ერთ რომელიმე ადგილას, საფეთქლის ან კეფის მიდამოში, აღინიშნება ტკივილი, ეს სისხლძარღვების ხშირ სპაზმზე მეტყველებს. მიზეზები- წნევის მკვეთრი, ნახტომისებური ზრდა, მეტეოდამოკიდებულების მომატება და ყველაზე საშიში - თავის ტვინის სისხლძარღვების სანათურის შევიწროება. მამაკაცებში ეს 2-ჯერ უფრო ხშირადაა, ვიდრე ქალებში. ამიტომ ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების ყლაპვა უაზრობაა: ტკივილი გადის, თუმცა მიზეზი რჩება. გაიარეთ კონსულტაცია თერაპევტთან და ნევროპათოლოგთან.

თვალების ტკივილი

ზოგჯერ ყოველგვარი მიზეზების გარეშე, შეიძლება თვალების ტკივილმა შეგვაწუხოს. ეს სიმპტომი გლაუკომისთვის (თვალშიდა წნევის მომატება) არის დამახასიათებელი. მიმართეთ ოფთალმოლოგს და გაიზომეთ თვალის წნევა.

ყლაპვის გაძნელება

თითქოს, დროდადრო ყელი შუპდება და ყლაპვაში რაღაც გვიშლის ხელს. ამით შეიძლება ფარისებრმა ჯირკვლამა შეგვახსენოს თავი. იგი საყურადღებო ორგანოა, ამიტომ მიმართეთ ენდოკრინოლოგს და აუცილებლობის შემთხვევაში გაიკეთეთ ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერითი კვლევა.

პოტენციის დაქვეითება

ერექციასთან დაკავშირებულ პრობლემებს, ხშირად სტრესს, დაღლილობას უკავშირებენ. თუმცა პოტენციის დაქვეითება შესაძლებელია პროსტატიტის- წინამდებარე ჯირკვლის ანთების დაწყების პირველი სიგნალი იყოს. თუ პრობლემას დროულად არ მივხედავთ, შეიძლება სრული იმპოტენცია ან წინამდებარე ჯირკვლის ადენომა განვითარდეს. ამიტომ მიმართეთ უროლოგს და გაიკეთეთ წინამდებარე ჯირკვლის ექოსკოპიური კვლევა.

როცა კანჭის კუნთები გვტკივა

როდესაც ხანგრძლივი სიარულის შემდეგ, მუხლის ქვემოთ კუნთების ტკივილი ხშირდება, ეს მდგომარეობა შეიძლება მაობლიტირებელი ენდარტერიიტის დასაწყისი იყოს. დაავადების შორსწასული მდგომარეობისას, როგორც წესი, ოპერაციული მკურნალობის საკითხი დგება. ამიტომ საჭიროა ქვედა კიდურების სისხლძარღვების კვლევის ჩატარება

ლალი ჩხიკვაძე




გაუზიარე მეგობრებს



loading...

სულ კომენტარები: 0
avatar
loading...

ინფორმაცია

/blog/2016-01-29-110"
5 სიმპტომი, როდესაც აუცილებლად უნდა მივმართოთ ექიმს
მასალა ნანახია 923
რეიტინგი 0.0
ავტორი deeviil1
მასალის ID 110
კატეგორია მედიცინა
გამოქვეყნდა 2016 » იანვარი » 29




ულამაზესი ადგილები
სხვადასხვა
კულინარია
საუკეთესო რეცეპტები, ალკოჰოლური სასმელები,უალკოჰოლო სასმელები,ქართული და მსოფლიო კერძების რეცეპტები,
მოდა, სტილი, აქსესუარები,
მედიცინა
ლექსები
სასიყვარულო აურზაური
პატარძალი
ნადირობა და თევზაობა
კურორტები საქართველოში
რელიგია
საკითხავი
სილამაზე დიეტა თავის მოვლა
რჩევები როგორ გამოვიყურებოდეთ მომხიბვლელად და ლამაზად




Follow Me



თქვენი ბანერის ადგილი


ავტორიზაცია


რეკომენდირებულია


სტატისტიკა

ყველა
მომხმარებლები
სტუმრები
სულ ონლაინში 1
სტუმრები 1
მომხმარებლები 0

კონტაქტი

Contact Us


Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 1
სტუმრები 1
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css