შემოგვიერთდით FACEBOOK ზე

ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი 10 პროდუქტი, რომელიც იმუნიტეტს გაგიძლიერებთ და სიცოცხლეს გაგიხანგრძლივებთ მედიცინა - ბლოგი - only123.my1.ru

მთავარი » 2016 » ნოემბერი » 2 » ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი 10 პროდუქტი, რომელიც იმუნიტეტს გაგიძლიერებთ და სიცოცხლეს გაგიხანგრძლივებთ

ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი 10 პროდუქტი, რომელიც იმუნიტეტს გაგიძლიერებთ და სიცოცხლეს გაგიხანგრძლივებთ

+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება

10 ადგილი – შვრია
ის ამცირებს სისხლში შაქრის შემცველობას, სასარგებლოა კუჭის წვენის დაბალი მჟავიანობისას და პოზიტიურ გავლენას ახდენს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე, არეგულირებს ნაწლავების ნორმლურ მუშაობას, ამიტომაც ძალიან კარგია ყაბზობის და დიარეის დროს.










9 ადგილი – ნიორი
ნიორი ამცირებს მავნე ნივთიერებების მოქმედებას ორგანიზმში, აფართოვებს სისხლძარღვებს, ამცირებს არტერიულ წნევას, ხელს უწყობს გულის კუნთისა და ტვინის უჯრედების ფუნქციონირებას. ამცირებს სიმსივნური დაავადებების განვითარების რისკს. ანადგურებს ტვინში კიბოს გამომწვევ მიზეზს – გლიობლასტომის უჯრედებს. მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტები კლავს კუჭის წყლულის გამომწვევ მიზეზს – ჰელიკობაქტერიას, ანადგურებს ჭიებს, დიფტერიისა და ტუბერკულიოზის ჩხირებს.










8 ადგილი – მწვანე ჩაი
თავისი ანტიოქსიდური უნარით, ერთი ფინჯანი მწვანე ჩაი ბოსტნეულის ერთი პორციის ექვივალენტია. მდიდარია იმ ნივთიერებებით, რომელიც ებრძვის სიმსივნურ და გულსისხლძარღვთა დაავადებებს. ამცირებს სისხლში შაქრისა და ქოლესტერინის შემცველობას. დიდი რაოდენობით კატეხინებს შეიცავს – ბუნებრივ ანტიოქსიდანტებს, რომელიც ხელს უშლის დაბერების პროცესს და ეხმარება გახდომის პროცესს. კვლევის თანახმად, მწვანე ჩაის რეგულარული გამოყენება 15-20% -ით უფრო აჩქარებს ცხიმების წვას ორგანიზმში.
ზოგიერთი კვლევა კი ადასტურებს, რომ ის გენებისთვის სერიოზულ "ჩამრთველს" წარმოადგენს, რომელიც ორგანიზმს სიმსივნისგან იცავს. მაგალითად, მკერდის კიბო ქალებში და პროსტატის სიმსივნე კაცებში. ამასთან, მწვანე ჩაი აახალგაზრდავებს კანს და აუმჯობესებს ტვინის მუშაობას.










7 ადგილი – ზღვის თევზი
ჩატარებული კვლევების თანახმად, ზღვის ცხიმიანი თევზის მიღება კვირაში 5-ჯერ, 54%-ით ამცირებს ინსულტის რისკს მასში შემავალი უჯერი ცხიმოვანი მჟავებისა და ბეტა-კაროტინის წყალობით.










6 ადგილი – კაკაო
ძალიან დიდი ოდენობით შეიცავს ძლიერ ანტიოქსიდანტებს. ეს ნივთიერება კაკაოს მარცვლებში უფრო მეტია, ვიდრე მწვანე ჩაიში. კაკაოს შემცველი პროდუქტის ხშირი გამოყენება ამცირებს სიმსივნური დაავადებების, კუჭის წყლულის, პოლინოზის ანუ თივის ცხელების (ალერგია მცენარეთა მტვრის მიმართ) განვითარების ალბათობას, აძლიერებს ორგანიზმის იმუნიტეტს.
უპირველეს ყოვლისა, ეს ნივთიერება სასარგებლოა კანისთვის. ამიტომ კაკაო – უბრალოდ აუცილებელია ქალებისთვის, რომელთაც სურთ შეინარჩუნონ ახალგაზრდა კანი ხანდაზმულ ასაკში.
ამასთან, მეცნიერებმა გამოაქვეყნეს დასკვნა, რომლის თანახმადაც შავი შოკოლადის დაახლოებით 60 ჰორმონი ხელს უშლის არტერიების შევიწროვებასა და დახშობას. აუმჯობესებს სისხლის ცირკულაციასა და ხელს უშლის თრომბების წარმოქმნის ალბათობას. გარდა ამისა, კოფეინი და თეობრომინი, რომელსაც ეს მწარე ნუგბარი შეიცავს, ადამიანის შრომისუნარიანობისა და შემოქმედებითი აქტივობის სტიმულირებას ახდენს.










5 ადგილი – ხორბლის ჩანასახი
ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო კვების პროდუქტი. ორგანიზმს წმენდს შლაკებისა და ტოქსინებისგან, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიკროფლორის ნორმალიზებას ახდენს. არეგულირებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს და აძლიერებს იმუნურ სისტემას.










4 ადგილი – ვაშლი
ვაშლი შეიცავს პექტინს, ისეთ ანტიოქსიდანტებს როგორებიცაა ფლავონოიდები და პოლიფენოლები, რკინას, მგნიუმს, კალიუმს, იოდს... მისი რეგულარული მიღება (განსაკუთრებით უზმოზზე ჭამამდე ნახევარი საათით ადრე) ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის ნორმალურ მუშაობასა და ორგანიზმის გაწმენდას; ამცირებს ქოლესტერინის დონეს, გულ-სისხლძარღვთა და სიმსივნური დაავადებების განვითარების რისკებს.









3 ადგილი – ყურძენი
შავ ყურძენში (რაც უფრო შავია, მით უკეთესი), უპირველეს ყოვლისა კანსა და კურკაში, ძალიან დიდი რაოდენობითაა რესვერატროლი – ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ბუნებრივი ანტიოქსიდანტი, რომელიც E ვიტამინზე ათჯერ უფრო ძლიერ მოქმედებს.









2. ადგილი – პომიდორი
ჰარვარდის უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევებმა დაადასტურა, რომ თუ პომიდვრით ან პომიდვრის სოუსით მომზადებულ კერძებს თვეში 4-ჯერ მაინც მიიღებთ, ეს ორჯერ შეამცირებს პროსტატის კიბოს წარმოქმნის რისკს. პომიდორი მდიდარია ლიკოპინით, რომელიც ანტიანგიოგენურ თვისებებს ფლობს. ის მარტივად იშლება ცხიმში და ასევე მარტივად ხდება მისი შეთვისება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიერ.
ის გავლენას ახდენს იმუნურ სისტემაზე, აჩქარებს უჯრედების განახლებას, ამცირებს სიმსივნური დაავადებების განვითარების რისკს.










1 ადგილი – მოცვი
მოცვი – ანტოციანიდინების ყველაზე მდიდარი წყარო, ყველა არსებული ბუნებრივი ანტიოქსიდანტებიდან ყველაზე ძლიერი. ის არა მხოლოდ მხედველობას აუმჯობესებს, ასევე ორგანიზმის ბევრ ფუნქციას აღადგენს და სერიოზულ წინააღმდეგობას უწევს ორგანიზმის დაბერების პროცესს. უმჯობესდება უჯრედული მემბრანების გამტარობის უნარი და ორგანიზმში ანთებითი პროცესების დონე კლებულობს. დადებითი ეფექტი აქვს ნერვიული იმპულსების გადაცემაზე, რაც თავი მხრივ ხელს უშლის პარკინსონის და ალცჰეიმერის დაავადებების განვითარებას. ამასთან, ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს და ამცირებს სისხლში შაქრის შემცველობას.











გაუზიარე მეგობრებს



loading...

სულ კომენტარები: 0
avatar
loading...

ინფორმაცია

/blog/2016-11-02-125"
ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი 10 პროდუქტი, რომელიც იმუნიტეტს გაგიძლიერებთ და სიცოცხლეს გაგიხანგრძლივებთ
მასალა ნანახია 969
რეიტინგი 0.0
ავტორი ADMIN
მასალის ID 125
კატეგორია მედიცინა
გამოქვეყნდა 2016 » ნოემბერი » 2




ულამაზესი ადგილები
სხვადასხვა
კულინარია
საუკეთესო რეცეპტები, ალკოჰოლური სასმელები,უალკოჰოლო სასმელები,ქართული და მსოფლიო კერძების რეცეპტები,
მოდა, სტილი, აქსესუარები,
მედიცინა
ლექსები
სასიყვარულო აურზაური
პატარძალი
ნადირობა და თევზაობა
კურორტები საქართველოში
რელიგია
საკითხავი
სილამაზე დიეტა თავის მოვლა
რჩევები როგორ გამოვიყურებოდეთ მომხიბვლელად და ლამაზად




Follow Me



თქვენი ბანერის ადგილი


ავტორიზაცია


რეკომენდირებულია


სტატისტიკა

ყველა
მომხმარებლები
სტუმრები
სულ ონლაინში 4
სტუმრები 4
მომხმარებლები 0

კონტაქტი

Contact Us


Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 4
სტუმრები 4
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css