+A შრიფტის გადიდება |
-A შრიფტის დაპატარავება
ყველას ვისაც ოდესმე გაუსინჯავს მენთოლის დრაჟე ან საღეჭი რეზინი მათთვის ნაცნობია სიგრილის შეგრძნება პირის ღრუში. მაგრამ ცოტამ თუ იცის ამის მიზეზი.
ცნობილია, რომ სიცივეს შევიგრძნობთ თერმორეცეპტორებით, რომლებიც ჩვენს კანსა და ლორწოვანი გარსის მქონე ორგანოებშია განთავსებული. თუ ტემპერატურა
განსაზღვრული დონის ქვევით დაიწევს ტვინს ეგზავნება ნერვული იმპულსები რის შემდეგადაც სისხლძარღვები ვიწროვდება და სისხლის მიმოქცევა ნელდება. ეს კი სიცივის შეგრძნებას იწვევს.
ეს რეცეპტორები რეაგირებენ არა მხოლოდ სიცივეზე, არამედ გარკვეული სახის ნივთიერებებზე, რომელთაგან ერთ-ერთსაც შეიცავს პიტნა. სინამდვილეში
მენთოლი არ აგრილებს პირს ის მხოლოდ სიცივის ილუზიას ქმნის. ის ნაწილობრივ მოქმედებს რეცეპტორებზე, ისინიც კი აგზავნიან ტვინში იმპულსებს ისევე
როგორც დაბალი ტემპერატურის დროს.
საინტერესოა რომ მსგავსი გზით, მაგრამ საპირისპირო ეფექტით თერმორეცეპტორებზე მოქმედებს ნივთიერება კაპსაიცინი. მას სხვადასხვა სახის წიწაკა შეიცავს და მწველ გემოს აძლევს. სწორედ ამ ნივთიერების დამსახურებაა, რომ როდესაც წიწაკიან
საჭმელს მივირთმევთ გვეჩვენება რომ ის ცხელია და გვწვავს.
გაუზიარე მეგობრებს
loading...