+A შრიფტის გადიდება |
-A შრიფტის დაპატარავება
აშშ-ს ახალი პირველი ლედი - მელანი ტრამპი გახდა! მას ასევე თანამედროვე კონკიასაც ეძახიან. და რატომ ეძახიან მას თანამედროვე კონკიას?
მელანი ყოფილ იუგოსლავიაში, ახლანდელ სლოვენიის ქალაქ სევნიკაში დაიბადა. მამა ავტომობილების ბიზნესით იყო დაკავებული, ხოლო დედა მკერავი. ცხოვრების საწყის ეტაპებზე ძალიან ბევრი სირთულე გადაიტანა, თუმცა ნელ-ნელა ცხოვრებისეული დაბრკოლებების გადალახვა მოახერხა. შეისწავლა არქიტექტორობა და 4 უცხო ენა.
16 წლიდან აქტიურად ჩაერთო სამოდელო საქმიანობაში და მონაწილეობდა წამყვანი დიზაინერების ჩვენებებში. ის არაერთხელ გამოჩნდა ისეთი ჟურნალების გარეკანზე, როგორიცაა Vogue, Harper’s Bazaar დაVanity Fair. წარმატებული სამოდელო კარიერა ჰქონდა, მაგრამ ბედმა უძლიერეს ბიზნესმენთან, დონალდ ტრამპტან Kit Kat Club-ში შეახვედრა. მელანი არ იყო ღამის კლუბების მოყვარული, ზუსთად იმ საღამოსაც, მეგობრის ძალდატანებით მივიდა.
როდესაც მელანიმ დონალდ ტრამპი გაიცნო, მაგ პერიოდში დონალდს მარლა მეპესი ჰყავდა ცოლად. როგორც ცნობილია, ბიზნესმენს 28 წლის მელანი პირველსავე ნახვაზე შეუყვარდა. ნახეთ რას ამბობს ტრამპი:
"პირველსავე ნახვაზე შემიყვარდა, მობილურის ნომერი ვთხოვე, მაგრამ ცივი უარით გამისტრუმრა, რადგან სხვა ქალთან ერთად ვიყავი. შემდეგ საპირფარეშომდე გავყევი, სადაც ერთ-ერთი ჩემი მეგობარი გოგონა შევგზავნე ნომრის სათხოვნელად. მან საპასუხოდ ჩემი ნომერი მოითხოვა, მეც კიდევ რაც მქონდა - სამსახურის, სახლის, მობილურის, აბსოლუტურად ყველა ნომერი დავუტოვე..."
ურთიერთობის დაწყებიდან 3 თვეში, მელანი საცხოვრებლად გადავიდა მანჰეტენში, 100 მილიონ დოლარად შეფასებულ ვილაში. 5 წლიანი სასიყვარულო რომანის შემდეგ, 58 ოთახიან ვილლაში დონალდ ტრამპი დაქორწინდა მელანიზე.
ამ გრანდიოზულ ქორწილში, სტუმრებს შორის მისი მეტოქე, ჰილარი კლინტონიც იყო. ურთიერთობიდან 6 წლის შემდეგ წყვილს შვილი ეყოლათ, რომელსაც ბარონი დაარქვეს. ამის შემდეგ მელანიმ ამერიკის მოქალაქეობა მიიღო. ის ყოველთვის მეუღლის ერთგულად დარჩა.
სკანდალი მაინც გაგორდა! 23 მარტს დონალდ ტრამპის მოწინააღმდეგეებმა მილიარდელის მეუღლის, მელანიას შიშველი ფოტოები გამოაქვეყნეს. რეალურად ეს ფოტოები მელანია ტრამპმა ჯერ კიდევ მაშინ გადაიღო, როცა მოდელის პროფესიით მუშაობდა და ჟურნალ GQ-ს გარეკანისთვის პოზირებდა. თუმცა დონალდ ტრამპმა ამ პრობლემის მოგვარებაც მოახერხა. ყველა სოციალურ საიტიდან მეუღლის ფოტოები ააღებინა.
მელანია აქტიურად უჭერდა დონალდ ტრამპს მხარს არჩევნების პროცესში. დღეს უკვე აშშ-ს პირველი ლედია.
გაუზიარე მეგობრებს
loading...