ოხრახუშის მოყვანის უსწრაფესი მეთოდი: პირველი ამონაყარი უკვე 3 საათში! სხვადასხვა - ბლოგი - only123.my1.ru
მთავარი » 2017»მარტი»20 » ოხრახუშის მოყვანის უსწრაფესი მეთოდი: პირველი ამონაყარი უკვე 3 საათში!
ოხრახუშის მოყვანის უსწრაფესი მეთოდი: პირველი ამონაყარი უკვე 3 საათში!
+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება
ოხრახუში – შეუცვლელი სანელებელია უამრავი ტრადიციული კერძისთვის. ის ამდიდრებს პროდუქტს არომატითა და საოცარი გემოთი. ამ მცენარეს ჯერ კიდევ ძველი ეგვიპტელები აფასებდნენ და მას სამკურნალოდაც იყენებდნენ.
"ქვაზე აღმოცენებული" – ასე ითარგმნება სიტყვა-სიტყვით ლათინურიდან ოხრახუშის სახელი.
მაგრამ ვისაც ოხრახუშის მოყვანა უცდია, ყველა აღნიშნავს, რომ მის გაზრდას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება. ჩვენ
გასწავლით მეთოდს, რომლის მიხედვითაც ოხრახუშს საკუთარ აივანსა თუ ბაღში სწრაფად მოიყვანთ, პირველი ყლორტები უკვე 3 საათში გაჩნდება!
1. შეათბეთ ცოტაოდენი რძე, დაახლოებით 37 გრადუსამდე. ჩაალბეთ მასში ოხრახუშის თესლი 12 საათით.
2. დასათესად გამზადებულ მიწას მოაყარეთ წმინდად დაფხვნილი კირი და დაბარეთ.
3. გაღივებული თესლი მოათავსეთ პერგამენტის ქაღალდზე და შეაშრეთ, შემდეგ დათესეთ მომზადებულ კვლებში. მორწყეთ წყლით, ოღონდ არ გადააჭარბოთ და დაელოდეთ პირველ ამონაყარს!
რჩევა: იმისათვის, რომ ამ მეთოდის ეფექტურობაში დარწმუნდეთ, შეგიძლიათ თავიდან ცოტაოდენი თესლი ქოთანში დათესოთ და იქ გაახაროთ.
მასალის წყარო
გაუზიარე მეგობრებს
loading...
სულ კომენტარები: 0
loading...
ინფორმაცია
/blog/2017-03-20-172"
ოხრახუშის მოყვანის უსწრაფესი მეთოდი: პირველი ამონაყარი უკვე 3 საათში!