შემოგვიერთდით FACEBOOK ზე

ჭარბი ოფლიანობა მედიცინა - ბლოგი - only123.my1.ru

მთავარი » 2017 » მაისი » 18 » ჭარბი ოფლიანობა

ჭარბი ოფლიანობა

+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება

სიმწრის ცვარ-ნამი თუ ქანცის გაწყვეტამდე ივარჯიშე, ცხადია, ოფლად გაიღვრები, მაგრამ თუ სარწეველა სავარძელში კომფორტულად მოკალათებულს სხეული დაგეცვარა, ის დროა, წამოხტე და გაიქცე... ექიმთან, რაღა თქმა უნდა! ოღონდ მეტისმეტადაც ნუ გაირჯები – სირბილის დროს უფრო მეტად გაოფლიანდები :) “ჯანმრთელი” ოფლი, ჩვეულებრივ, ძლიერი ფიზიკური დატვირთვისას, სიცხეში, ნერვიულობისას გვდის. ამ დროს ყველაზე ხშირად სახე, იღლიები, ხელისგულები და ფეხისგულები გვიოფლიანდება. ხოლო ის, რამდენ ოფლს გამოვყოფთ და რამდენად მძაფრი სუნი აგვივა, ჰორმონების დონეზე, მიღებულ საკვებზე და, თქვენ წარმოიდგინეთ, გუნება-განწყობაზეც კია დამოკიდებული. ოფლის გამოყოფა ორგანიზმისთვის ძალზე საჭირო პროცესია და თერმორეგულაციის ერთ-ერთ რგოლს წარმოადგენს. მარტივად რომ ვთქვათ, არამც და არამც არ შეიძლება, გადახურებული ორგანიზმიდან ოფლი არ წამოვიდეს, რადგან კანის ზედაპირიდან ოფლის აორთქლების შედეგად ორგანიზმი გრილდება. ზოგჯერ საოფლე ჯირკვლებს მეტისმეტი მოსდით და ზომაზე მეტი ოდენობის ოფლს გამოყოფენ. ამ მდგომარეობას ჰიპერჰიდროზი ეწოდება. ჭარბ ოფლიანობას იწვევს: . ჰორმონული პრობლემები: ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქცია, ჰიპოგლიკემია (სისხლში გლუკოზის დონის კლება); . მედიკამენტები: ანტიდეპრესანტები, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები (მაგალითად, ასპირინი), დიაბეტის სამკურნალო ზოგიერთი წამალი, თეოფილინის, კოფეინის შემცველი პრეპარატები; . ნერვული სისტემის პრობლემები: ტრავმა, ავტომატური ნერვული სისტემის სხვა სახის ფუნქციური დაზიანება; . სიმსივნე: ლიმფომა, ლეიკემია; . ინფექციები: ტუბერკულოზი, ენდოკარდიტი, სოკოვანი დაავადება, რომელიც მთელ სხეულზეა მოდებული. სხვა მიზეზებიდან აღსანიშნავია ორსულობა და მენოპაუზა. ჭარბი ოფლიანობა ერთი პრობლემაა, ხოლო მძაფრი სუნი – მეორე, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანი. სუნის მიზეზი მიღებული საკვებიც შეიძლება იყოს, მედიკამენტებიც და კანზე მობინადრე ბაქტერიებიც. ასეა თუ ისე, სწორედ ჭარბ ოფლსა და მის “არომატთან” საბრძოლველად შეიქმნა ანტიპერსპირანტებისა და დეოდორანტების უზარმაზარი არმია. ანტიპერსპირანტი ალუმინის ნაერთებს შეიცავს, რომელთა წყალობითაც კანის ფორები იხშობა და ოფლი სხეულის ზედაპირს ვეღარ აღწევს. დეოდორანტი უსიამოვნო სუნის გასანეიტრალებლად გამოგადგებათ. ის ოფლის გამოყოფას არ ბლოკავს, სამაგიეროდ, ცვლის კანის ზედაპირის რეაქციას (უფრო მჟავა გარემოს ქმნის), რის შედეგადაც ბაქტერიები ვეღარ მრავლდება. თუ ანტიპერსპირანტებმა და დეოდორანტებმა პრობლემა ვერ მოაგვარა, სავარაუდოდ, ალუმინის ქლორიდის შემცველ პრეპარატს გირჩევენ, რომელიც პრობლემურ ადგილებში (იღლიებში, საზარდულის ნაკეცებში...) უნდა წაისვათ და მთელი ღამით დაიტოვოთ, დილით კი საგულდაგულოდ ჩამოიბანოთ. ჭარბი ოფლიანობა ნაკლებად შეგაწუხებთ, თუ: . ყოველდღე საგულდაგულოდ დაიბანთ ტანს, ყოველი გაოფლიანების (ვარჯიშის, მუშაობის...) შემდეგ კი შხაპს მიიღებთ; . დაბანის შემდეგ ტერფებს კარგად გაიშრობთ და სპეციალურ საშუალებას შეიზელთ, რომელიც ოფლის შეწოვას უწყობს ხელს; . ჩაიცვამთ ბუნებრივი მასალის წინდებს, – საზოგადოდ, ტანსაცმელს; . თვალს გადაავლებთ მენიუს. შესაძლოა აღმოაჩინოთ, რომ ოფლიანობას კოფეინიანი სასმლის დალევის შემდეგ უჩივით, ხოლო ოფლის სუნი განსაკუთრებით მძაფრდება ნივრის ან ხახვის ჭამის შემდეგ.




გაუზიარე მეგობრებს



loading...

სულ კომენტარები: 0
avatar
loading...

ინფორმაცია

/blog/2017-05-18-187"
ჭარბი ოფლიანობა
მასალა ნანახია 969
რეიტინგი 0.0
ავტორი ADMIN
მასალის ID 187
კატეგორია მედიცინა
გამოქვეყნდა 2017 » მაისი » 18




ულამაზესი ადგილები
სხვადასხვა
კულინარია
საუკეთესო რეცეპტები, ალკოჰოლური სასმელები,უალკოჰოლო სასმელები,ქართული და მსოფლიო კერძების რეცეპტები,
მოდა, სტილი, აქსესუარები,
მედიცინა
ლექსები
სასიყვარულო აურზაური
პატარძალი
ნადირობა და თევზაობა
კურორტები საქართველოში
რელიგია
საკითხავი
სილამაზე დიეტა თავის მოვლა
რჩევები როგორ გამოვიყურებოდეთ მომხიბვლელად და ლამაზად




Follow Me



თქვენი ბანერის ადგილი


ავტორიზაცია


რეკომენდირებულია


სტატისტიკა

ყველა
მომხმარებლები
სტუმრები
სულ ონლაინში 2
სტუმრები 2
მომხმარებლები 0

კონტაქტი

Contact Us


Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 2
სტუმრები 2
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css