+A შრიფტის გადიდება |
-A შრიფტის დაპატარავება
ინგრედიენტები:
ახალი ქინძი 1 კონა
ქათამი 1,5 კგ
კარაქი 4 სუფრის კოვზი
ოხრახუში 1 კონა
ბაზილიკი 1 კონა
ნიორი 3 კბილი
ხმელი სუნელი 1 ჩაის კოვზი
მარილი
პომიდორი 5 ცალი
ხახვი 5 თავი
მომზადების წესი:
ქათამი გარეცხეთ, გააშრეთ და დაჭერით პატარა ნაჭრებად ბასრი დანით. ღრმა ტაფა კარგად გააცხელეთ, ჩაყარეთ ქათმის ნაჭრები. შეწვით 10-15 წუთის განმავლობაში საშუალო ცეცხლზე, რომ თანაბრად დაიფაროს ქერქით.
გარეცხეთ პომიდორი, გაწურეთ მდუღარე წყლით, მოაცილეთ კანი. დავჭრათ პატარა კუბიკებად და დავამატოთ ქათამს. დააფარეთ თავსახური და ადუღეთ 8-10 წუთის განმავლობაში.
ხახვი დავჭრათ მეოთხედ რგოლებად. ცალკე ტაფაში გაადნეთ კარაქი და შეწვით ხახვი ოქროსფერამდე, შემდეგ დაუმატეთ ქათამს პომიდორთან ერთად.
გარეცხეთ მწვანილი, გააშრეთ, წვრილად დაჭერით. გაფცქვენით ნიორი, დაჭერით. ჩახოხბილთან ერთად ტაფას დაუმატეთ მწვანილი, ნიორი და ხმელი სუნელი. მარილი გემოვნებით.
გაუზიარე მეგობრებს
loading...