+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება
რუსი მომღერალი ჟანა ფრისკე, 40 წლის ასაკში, გუშინ, მოსკოვში გარდაიცვალა. მომღერლის გარდაცვალების შესახებ, მისი მეგობარი, მომღერალი ოლგა ორლოვა „ფეისბუქში“ წერს.
„მშვიდობით, ჩემო მშვენიერო. შენ ყოველთვის ჩემს გულში იქნები“, - წერს ორლოვა.
ცნობისათვის, ფრისკეს თავის ტვინის სიმსივნე ჰქონდა და ბოლო ორი წლის განმავლობში ინტენსიური მკურნალობის კურსს გადიოდა შეერთებულ შტატებში.