შემოგვიერთდით FACEBOOK ზე

მორიგი ანგარიში 13 ივნისს მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით საზოგადოება - - only123.my1.ru

მთავარი » 2015 » ივნისი » 17 » მორიგი ანგარიში 13 ივნისს მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით

მორიგი ანგარიში 13 ივნისს მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით

+A შრიფტის გადიდება | -A შრიფტის დაპატარავება

არასამთავრობო ორგანიზაციების ორგანიზებით "მზიურში" მოხალისეთა მომსახურების საველე ცენტრი გაიხსნა. ცენტრი უზრუნველყოფს მოხალისეებს სამედიცინო, საკვებითა და სამუშაო მოწყობილობებით. მოხალისეთა მომსახურების საველე ცენტრი საინფორმაციო მოკავშირის ფუნქციას ატარებს ბიზნეს კომპანიებსა და მოხალისეებს შორის. ცენტრი იყენებს კორპორატიული სოც პასუხისმგებლობის კლუბის საკომუნიკაციო რესურსს.

გთავაზობთ 16 ივნისის მონაცემებს ბიზნეს სექტორის სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით 13 ივნისს მომხდარ სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით:

ფინანსური კონტრიბუციის შედეგები:

„ჯეოსელი“- 50 000 ლარი

„ზოდი პლიუსი“ - 4 000 ლარი

„ბარვილ ჯორჯია“ - 10 000 ლარი

„ემ ეს სი ჯორჯია“ - 10 000 ლარი

შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზა“ და მისი გენერალური კონტრაქტორი, კომპანია „აზერიოლსერვისი“- 30 000 ლარი

პროგრეს ბანკი - 50 000 ლარი

ავერსი - 100 000 ლარი

კომპანია "მინიკრედიტი" - 3000 ლარი

კლინიკა „მედიქლაბ ჯორჯია“ – 5000 ლარი

თეგეტა მოტორსმა დამატებით გასცა 5000 ლარი. კომპანიის ფულადი კონტრიბუცია ამჟამად შეადგენს 10 000 ლარ

ინიციატივები და მიმდინარე აქტივობების შედეგები:

USAID/REAP-ის გრანტის მიმღებმა ფერმერთა მომსახურების ცენტრებმა: „აგროსერვისმა“, „აგროქართლმა, „აგროვიტამ“ და „ინდ. მეწარმე ზურაბ თეთვაძე“ ვაკის რაიოინის გამგეობას უსასყოდლოდ გადასცეს ბარები, სამუშაო ხელთათმანები და ურიკები გაწმენდითი სამუშაოების ჩასატარებლად.

კომპანია "ბელუქსი" 13 ივნისს დაზარალებულ 15 ოჯახს ახალ ფართში შესახლებისთანავე გადასცემს 3-3 ათასი ლარის ღირებულების ვაუჩერს

კომპანია "დიპლომატ ჯორჯია" 13 ივნისს დაზარალებულ ოჯახებს ჰიგიენური და პირველადი მოხმარების პროდუქტებით ამარაგებს

"ჯიპიაი ჰოლდინგი" უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების ბავშვებს საზაფხულო ბანაკებში დასვენების ხარჯებს დაუფინანსებს

„ბიბლუსი ქიდს” ბავშვების დატოვებასა და გართობას უზრუნველყოფს;

კაფე „სსსრ“ გასცემს ტანსაცმელსა და საკვებს

საერთაშორისო სკოლა „ბაქსვუდი“ პირველადი მოხმარების ნივთებით უზრუნველყოფს დაზარალებულებს

„საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი უზრუნველყოფს დაზარალებული სტუდენტების ან აბიტურიენტების უფასო სწავლას;

გასართობი ცენტრი clock უზრუნველყოფს დაზარალებული ბავშვების უფასო გართობას 1 თვის მანძილზე

კომპანია “აქვა გეო” მოხალისეებს სასმელი წყლით უზრუნველყოფას;

კაფე „მანდარინი“ გასცემს საკვებს

„ლილო მოლი” გამოყოფს საკვებ პროდუქტებს

საქართველოს რაგბის კავშირი - 17 ივნისის მატჩიდან შემოსულ თანხას სრულად გადარიცხავს დახმარების ფონდში

ილიაუნის კაფეტერია „უნიფუდი“ - უზრუნველყოფს 70 ადამიანის სრულყოფილ ერთჯერად კვებას. სტიქიით დაზარალებული მოზარდებისთვის გაიმართება ერთკვირიანი საზაფხულო სკოლები. სკოლაში მონაწილე მოზარდებისთვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სრულად უზრუნველყოფს სამჯერად კვებას, სასწავლო მასალებს, ტრანსპორტირებას და ცხოვრებასთან დაკავშირებულ ხარჯებს

„სპარ ჯორჯია“ და „სუპრემო“ უზრუნველყოფს 4500 ლიტრ წყალს და 1 ტონა სხვადასხვა კატეგორიის საკვებს

ვითიბი ბანკმა გადაწყვიტა მიზანმიმართულად სრულად დააფინანსონ ერთი ან რამოდენიმე კონკრეტული პროექტი, რომელიც დაზარალებულთა დახმარებისთვის იქნება განკუთვნილი

ბაზისბანკი - რამდენიმე დაზარალებულ ოჯახს უზრუნველყოფს საცხოვრებლით, ასევე ბანკი შეიძენს სპეციალურ აღჭურვილობას და ინვენტარს სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებისთვის

თოლია გასცემს საკუთარ პროდუქციას დაზარალებულთათვის

Tax დავინჩი - დაზარალებულთა ოჯახებს დაეხმარება ტრანსპორტირებაში;

ნატახტარი უზრუნველყოფს ლიმონათების გაცემას

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი გასცემს სხვადასხვა ტიპის პროდუქტს

თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები და თანამშრომლები პირველადი მოხმარების ნივთებისა და ტანსაცმლით მოამარაგებენ დაზარალებულებს

„კაპაროლ ჯორჯია“ წყალდიდობის შედეგად დანგრეული საცხოვრებელი სახლებისა და ბინების რეაბილიტაციის ეტაპზე გამოყოფს 20 000 ლარის ღირებულების (6 ტონა) სამშენებლო საღებავებსა და საგრუნტავ მასალებს

კომპანია „ავერსში“ დაზარალებულები უფასოდ მიიღებენ ყველა საჭირო მედიკამენტს და ისარგებლებენ "ავერსის კლინიკის" სამედიცინო მომსახურებით. ამასთანავე, კომპანიას განზრახული აქვს, შეისწავლოს სტიქიით დაზარალებულთა დასაქმების საკითხი და შეძლებისდაგვარად გამოძებნოს რესურსი უმუშევართა დასაქმებისთვის

კომპანია "აქსისმა" გამოყო სამშენებლო ტექნიკა და ადამიანური რესურსი, რომელიც იმუშავებს ქალაქის რეაბილიტაციაზე, სტიქიის შედეგების ლიკვიდაციამდე

კომპანია "ელიტ ელექტრონიქსმა" მოხალისეებისთვის გამოყო წყალი და დასუფთავებისთვის საჭირო ინვენტარი, ხოლო სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს მუდმივ საცხოვრებელში გადაყვანისთანავე გადასცემს პირველადი საჭიროების საყოფაცხოვრებო ტექნიკას, - კერძოდ გაზქურასა და მაცივარს.

ალდაგი ყველაზე რთულ მდგომარეობაში მყოფი 25 ოჯახისთვის საყოფაცხოვრებო ტექნიკას, კერძოდ მაცივრებსა და ტელევიზორებს შეიძენს. ალდაგი აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან და სხვა შესაბამის სტრუქტურებთან, რათა დროულად მოხდეს დაზარალებულთათვის ნივთების გადაცემა. კომპანია ასევე, ერთჯერად 5000 ლარიან ფულად დახმარებას გაუწევს 13 ივნისის სტიქიის დროს გმირულად დაღუპული მეხანძრე-მაშველის, 37 წლის ზურაბ მუზაშვილის ოჯახს. აღსანიშნავია, რომ ალდაგი წელს 25 წლის იუბილეს აღნიშნავს. კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება გააუქმოს დაგეგმილი ყველა საიუბილეო ღონისძიება და აღნიშნული თანხა მხოლოდ სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებს მოხმარდებათ.

ჰიპერმარკეტის ქსელმა „გუდვილმა“ დახმარება გაუწია სასტუმრო „აისბერგსა“ და „ტეხასში“ განთავსებულ უსახლკაროდ დარჩენილ 55 ადამიანს საჭირო ნივთებით

ბრიტანულ–ქართული საბავშვო ბაღი ,,ეი ბი სი'' მზადაა სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს გაუწიოს დახმარება და მიიღოს მათი პატარები ,,ეი ბი სი''–ს ნებისმიერ ფილიალში უსასყიდლოდ, სასწავლო წლის დასრულებამდე (30 ივლისამდე)

„მედი ქლაბმა“ კლინიკაში შეაგროვა თანხა დაზარალებულებისთვის საჭირო ნივთების შეძენის მიზნით. გარდა ამისა, მედი ქლაბი უზრუნველყოფს დაზარალებულთა სამედიცინო მხარდაჭერას.

კომპანია “CBD DEVELOPMENT” პროექტ “ისთ ფოინთ”-ის სახელით მოხალისეთა ჯგუფს საჭირო სამუშაო აღჭურვილობით დაეხმარება. ასევე, დაზარალებული ოჯახებისათვის ვაკის გამგეობას ბალიშებს, საბნებსა და პლედებს გადასცემს

კომპანია ,,ლილო მოლის“ ორგანიზებით შეიქმნა საგანგებო შტაბი, სადაც შეგროვდება მეწარმეთა მიერ შემოწირული საჭირო საყოფაცხოვრებო ნივთები დაზარალებულთა დასახმარებლად. უამრავი მეწარმე მზად არის, მხარში ამოუდგეს დაზარალებულთ და მონაწილეობა მიიღოს დაზარალებულთა დახმარების საქველმოქმედო აქციაში.

ამასთანავე კომპანია ”ლილო მოლი” გადარიცხავს თანხას სპეციალურ საქველმოქმედო ფონდში. ასევე "ლილო მოლი" აგროვებს ზოოპარკისთვის დასახმარებლად განკუთვნილ ნივთებს, რომელიც გადაეცემა თბილისის ზოოპარკს.

სულ 15 - 16 ივნისის მონაცემებით:

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 13 ივნისს მომხდარ სტიქიით გამოწვეულ ტრაგედიასთან დაკავშირებით, დაზარალებულთა დახმარებისა და ქალაქის რეაბილიტაციის მიზნით, სპეციალურად შექმნილ საბანკო ანგარიშებზე 40 - ზე მეტი კომპანიის მიერ 2.5 მილიონ ლარზე მეტია ჩარიცხული და გაცემულია სხვადასხვა სახის საჭირო პროდუქცია, მათ შორის სასმელი წყალი, ფარმაცევტული და სამშენებლო მასალა.

ფინანსური კონტრიბუციისთვის:

სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად შექმნილი საბანკო ანგარიშები მოცემულია სოციალური პასუხისმგებლობის კლუბის facebook გვერზე https://www.facebook.com/csrclubgeorgia?fref=ts

ზოოპარკის დახმარების საქველმოქმედო ფონდის შესახებ ინფორმაცია განთავსებულია ზოოპარკის ფეისბუქ გვერდზე https://www.indiegogo.com/projects/support-tbilisi-zoo-recovery#/story




გაუზიარე მეგობრებს



loading...

სულ კომენტარები: 0
avatar
loading...

ინფორმაცია

/news/2015-06-17-91"
მორიგი ანგარიში 13 ივნისს მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით
მასალა ნანახია 943
რეიტინგი 1.0
ავტორი ADMIN
მასალის ID 91
კატეგორია საზოგადოება
გამოქვეყნდა 2015 » ივნისი » 17





Follow Me



თქვენი ბანერის ადგილი


ავტორიზაცია


რეკომენდირებულია


სტატისტიკა

ყველა
მომხმარებლები
სტუმრები
სულ ონლაინში 4
სტუმრები 4
მომხმარებლები 0

კონტაქტი

Contact Us


Правила чата
Пользователи онлайн
Мини-чат
+Мини-чат
0
სულ ონლაინში 4
სტუმრები 4
მომხმარებლები 0


Индекс цитирования. Рейтинг@Mail.ru თავში დაბრუნება

Powered by ©w3.css