+A შრიფტის გადიდება |
-A შრიფტის დაპატარავება
დედაქალაქის მუნიციპლაიტეტის საკრებულოს ფრაქცია „თბილისელების“ თავმჯდომარის გიორგი მუსხელიშვილისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის გიორგი ახვლედიანის შუამდგლომლობით, ჩინეთის სინჯიანის პროვინციის ხიდების, გვირაბებისა და გზების მშენებლობის საერთაშორისო კორპორაციის ოფიციალური წარმომადეგენლობა საქართველოში სტიქიით დაზარებულთა დასახამარებლად 80 000 ლარს გადარიცხავს. ინფორმაციას საკრებულო ავრცელებს.
დეპუტატებმა ჩინური კომპანიის წარმომადგენლებს სტიქიის შედეგად დაზიანებული ტერიტორიები დაათვალიერებინეს და ვითარება პირადად გააცნეს.
გიორგი მუსხელიშვილის განცხადებით, ჩინური კომპანიის წარმომადგენლობის საქართველოში მოწვევა ჩინურ-ქართული მეგობრობისა და თანამშრომლობის ასოციაციის მეშვეობით განხორციელდა, რომლის პრეზიდენტსაც გიორგი მუსხელიშვილი, ხოლო ვიცე-პრეზიდენტს გიორგი ახვლედიანი წარმოადგენენ.
„ეს ორგანიზაცია საკმაოდ დიდი გამოცდილების მქონე კომპანიაა და საკუთარ ქვეყანაში ძალიან სერიოზულ პროექტებს ახორციელებს. ამ ეტაპზე, კომპანია სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად 80 000 ლარის ოდენობის შემოწირულობას გაიღებს, ხოლო შემდგომში სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ პროექტებშიც მიიღებს მონაწილეობას“-განაცხადა გიორგი მუსხელიშვილმა.
დღესვე, გიორგი ახვლედიანმა სტიქიით გამოწვეული ზარალის მასშტაბებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დაზიანებული ობიექტების აღდგენის თაობაზე კომპანიის გამოცდილება და ცოდნა დედაქალაქს ძალიან გამოადგება.
გაუზიარე მეგობრებს
loading...