+A შრიფტის გადიდება |
-A შრიფტის დაპატარავება
აშშ-ში, სამხრეთ კაროლინის შტატში, ქალაქ ჩარლზტონში ახალგაზრდა მამაკაცმა ისტორიულ ეკლესიას, რომელშიც აფროამერიკული საზოგადოება დადის, ცეცხლი გაუხსნა. შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა, ხოლო დამნაშავე მიიმალა. როგორც ჩარლზტონის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა განაცხადა, მკვლელობა რასიზმთანაა დაკავშირებული. მსგავსი განცხადება გააკეთა ქალაქის მერმაც.
„ერთადერთი მიზეზი, რატომაც ადამიანმა შეიძლება გაუხსნას ცეცხლი ეკლესიას, სადაც ხალხი ლოცულებს, არის რასიზმი“, - განაცხადა მერმა ჯო რაილიმ.
ამჟამად პოლიცია 20-დან 30 წლამდე თეთრკანიან მამაკაცს ეძებს. როგორც ჩარლზტონის მერმა განაცხადა, დამნაშავე აუცილებლად დაისჯება.
გაუზიარე მეგობრებს
loading...