+A შრიფტის გადიდება |
-A შრიფტის დაპატარავება
UEFA 2015 წლის სუპერ თასის ბილეთების გაყიდვა დაიწყება 22 ივნისს, დღის პირველ ნახევარში ვებ-გვერდზე: www.biletebi.ge
გაყიდვაში იქნება 30 000-მდე ბილეთი.
ბილეთების ფასები:
75 ლარი - კატეგორია 1
35 ლარი - კატეგორია 2
18 ლარი - კატეგორია 3
VIP და “სქაიბოქსი“ (ლოჟების) ბილეთების გაყიდვა არ მოხდება.
ბილეთები იყიდება მხოლოდ ონლაინ - biletebi.ge-ზე
დინამო არენას სალაროში ბილეთების გაყიდვა არ მოხდება.
ერთ რეგისტრირებულ მომხმარებელზე და პირად ნომერზე გაიცემა მაქსიმუმ 4 ბილეთი.
გადახდისას მიიღება ნებისმიერი ბანკის მიერ გაცემული Visa და MasterCard ბარათი, რომელსაც გათიშული არ აქვს ინტერნეტ ვაჭრობის ფუქნცია (დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ გადაამოწმოთ თქვენი ბარათის დეტალები გამცემ ბანკთან)
American Express - ბარათებით ბილეთების შეძენა არ ხორციელდება.
ბილეთების შესაძენად აუცილებელია ვებ-გვერდზე – Biletebi.ge რეგისტრაცია და თქვენი მონაცემების შეყვანა. ასევე შესაძლებელია გამოიყენოთ Facebook Login ფუნქცია.
გთხოვთ, ყურადღებით შეავსოთ და გადაამოწმოთ თქვენი პროფილი biletebi.ge-ზე, სადაც ზუსტად უნდა იყოს მითითებული პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ნომერი (პირადი ნომერი), ასევე თქვენი სახელი და გვარი, რომელიც ელექტრონულ ბილეთზე იქნება დატანილი.
გადახდის შემდეგ, თქვენ გადამისამართდებით გვერდზე, სადაც გამოსახული იქნება ელექტრონული ბილეთი, ასევე თქვენ მიიღებთ ელ.ფოსტაზე ელექტრონული ბილეთების ბმულს, საიდანაც შეძლებთ ბილეთების ამობეჭდვას.
ტრანზაქციის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, თქვენ ასევე მიიღებთ დასტურს სმს შეტყობინების სახით. (სწორად მითითებული ნომრის შემთხვევაში).
თამაშზე დასასწრებად აუცილებელია ელექტრონული ბილეთის ამობეჭდვა, შავ-თეთრი ან ფერადი პრინტერით. წვიმისგან ბილეთის დაზიანების თავიდან აცილების მიზნით, სასურველია, რომ ბილეთი დაბეჭდოთ ლაზერულ პრინტერზე.
შეძენის შემდეგ, თქვენი ბილეთი ინახება Biletebi.ge-ს ვებ გვერდზე, რომელიც შეგიძლიათ დაბეჭდოთ მოგვიანებით.
დინამო არენაზე შესასვლელად აუცილებელია თან იქონიოთ დაბეჭდილი ელექტრონული ბილეთი.
ელექტრონული ბილეთების გადაცვლა სალაროშიარ მოხდება.
სტადიონზე შესასვლელად, ამობეჭდილ ბილეთზე არსებული QR კოდი (შტრიხკოდი) უნდა მიუშვიროთ სტადიონის შესასვლელებში დამონტაჟებული ტურნიკეტების წამკითხველებს, რის შემდეგაც კარი გაიხსნება.
თუ ბილეთები გექნებათ შენახული ნეილონის დამცავში (ფაილში), სკანირების წინ აუცილებელია მოაცილოთ მას დამცავი საფარი, რათა ბილეთი დასკანერდეს და ასევე, თავიდან აიცილოთ ინფრაწითელი სხივის არეკვლა.
გაცნობებთ, რომ biletebi.ge ბილეთების საფასურს საკომისიოს არ ამატებს, ტრანზაქციის დროს დაემატება მომსახურე ბანკის საკომისიო, 2%მდე.
ბილეთი უცილებელია ნებისმიერი ასაკის დამსწრესათვის.
დამატებითი გადამოწმების შემთხვევაში, თქვენ შეიძლება მოგეთხოვოთ ბილეთთან ერთად პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენა, ამიტომ გთხოვთ, თან იქონიოთ იმ პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, აუცილებელია ბილეთის მფლობელის დასწრება.
შეძენილი ბილეთების დაბრუნება ან გადაცვლა აკრძალულია.
შეძენილი ბილეთის ასლს/ სურათს ნუ გაავრცელებთ ინტერნეტში (Facebook, Instagram ან სხვა სოციალურ ქსელებში)
გთხოვთ, ნუ შეიძენთ ბილეთებს გადამყიდველებისგან, რათა თავი დაიცვათ გაყალბებული ან დუბლირებული ბილეთების შეძენისგან!
biletebi.ge
გაუზიარე მეგობრებს
loading...