+A შრიფტის გადიდება |
-A შრიფტის დაპატარავება
დღეიდან, უსაფრთხოების მიზნით, მოხალისეებს ცხელ წერტილებში მუშაობის უფლება აღარ ექნებათ, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა და აღნიშნა, რომ რისკის ზონებში, ჯანდაცვის სამინისტრო შესაბამის ღონისძიებებს ატარებს.
"მოხალისეები უფრო მეტად იმუშავებენ გარეუბნებზე, საცხოვრებელი სახლების ეზოებში, სხვა დანარჩენ ადგილებში, სადაც არის რისკის ზონა, იქ ჯანდაცვის სამინისტრო შესაბამის ღონისძიებებს ატარებს და გარდა ამისა არის სპეციალური წესები და პირობები, რაც ჯანდაცვის სამინისტროს აქვს შემუშავებული და რომელიც ყველამ უნდა დაიცვას.
ტექნიკა დაგვემატა დღეს დილიდანაც და შესაბამისად, სამუშაოების ტერიტორიაზე არის შეყვანილი და დაიწყეს მათაც მუშაობა. ყველა ძირითადი მიმართულება, რაც გვაქვს ჩვენ არჩეული, ამ მიმართულებების მიხედვით მუშაობს ტექნიკა", - განაცხადა ნარმანიამ.
გაუზიარე მეგობრებს
loading...