+A შრიფტის გადიდება |
-A შრიფტის დაპატარავება
სტიქიის ზონაში სამუშაოდ ის მოხალისეები დაუშვეს, რომლებიც შესაბამისად არიან ჩაცმული. როგორც თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო.
„დღეს იმუშავებენ მოხალისეები, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელთაც შესაბამისი აღჭურვილობა ექნებათ და ჩაცმულები იქნებიან სათანადოდ.
მათ უნდა ჰქონდეთ სპეციალური ხელთათმანი, პირბადე, უნდა ეცვათ ისეთი ტანსაცმელი, რომელიც მათ სხეულს ფარავს მთლიანად.
კოორდინაციაში ვართ სამინისტროსთან და შტაბთან, რათა მხოლოდ ასეთი ადამიანები იქნან დაშვებული ამ ტერიტორიაზე“, - განაცხადა ნარმანიამ.
შეგახსენებთ, დილით, მოხალისეებს სტიქიის ზონაში მუშაობის უფლება არ მისცეს.
გაუზიარე მეგობრებს
loading...